დაგიძალე და დაგეძალე, ხარბად გეწაფე, თითები გავდნენ სტალაქტიტებს, სადღაც ელავდი, ჩვენ დავდიოდით და ქალაქის ვიწრო ქუჩები, ერთი - მეორეს... ყირამალა გადადიოდნენ.
სერავდნენ ტუჩებს მომეტებულ ემოციებით, ფარვანები და მთაწმინდიდან ჩამოსროლილი, ნისლის გუნდები გვეხვეოდა თითქოს მე და შენ, ქუჩებს ვსერავდით...
დაგიძალე და დაგეძალე, მგონი დაგხარბდი... თითები გავდნენ სტალაქტიტებს შენკენ მოშვერილს...