ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოსო მეშველიანი
ჟანრი: პოეზია
31 დეკემბერი, 2013


ძველი მაგნიტოფონი

           
                              ნინო დიდბერუაშვილს

აქ ვის უსმენდა?
ჯეიმზ ლასტს?
ბითზებს?
კვამლით გაჭვარტლულ ფიჭვის ხის ქოხში,
რა მელოდიას ღიღინებდა, შუაცეცხლთან მჯდარი,
ყველის ამოყვანის დროს,
თბილ შრატში ხელჩაყოფილი,
ცვრიანი შამბით დამძიმებულ შარვლის ტოტოებს რომ
იშრობდა ცეცხლთან,
ღამენათევი ნაგაზი რომ თვლემდა კარებთან,
მზე რომ ქარვისფრად ანათებდა
ფისით ამოლესილ კედლის ღრიჭოებში,
იზმორებოდა ლოკოკინა წითელწინწკლა სოკოზე.
ასე იღვიძებდა აქ სამყარო.
შენც გამოაღწიე როგორმე,
სიზმრების ბნელი ლაბირინთიდან,
რა აზრი აქვს ხელების ფათურს,
იმ პირველყოფილ წყვდიადში,
სადაც თვალები უნათებთ ზოომორფულ ხვთაებებს,
პირდაპირ გადიან კედლებში და იკარგებიან
ორიონის ნისლოვანში.
შენც გამოაღწიე როგორმე,
სიზმრების ბნელ ლაბირინთიდან,
შეეხმიანე მარტოხელა მწყემსებს,
თუნდაც პერუული ფლეიტით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები