ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
8 დეკემბერი, 2013


პოეტს

ვიცი არ გძინავს ამ შუაღამეს,
სულსაც ვიცი რაც გიფორიაქებს,
აიღებ კალამს, გადაჰკრავ სასმელს
და პოეზიის გაშლი იალქნებს.

მუზა გახელებს მწველი რითმებით,
გრძნობებს გიმძაფრებს სასმელის ალი,
გსურს გამოხატო ვნება სიტყვებით,
რომ გახდე მისგან თავისუფალი.

ტაეპი ტაეპს, სტრიქონი - სტრიქონს,
მსწრაფლ ენაცვლება მღვრიე ფიქრებში,
ფანტაზიები თავს გესხმის, თითქოს
მოგზაურობდე სადღაც - სიზმრებში.

უმალ გადააქვს ხელს ნაფიქრალი,
ლამაზ მწკრივებად - სუფთა ფურცელზე,
პოეზიით ხარ რადგანაც მთვრალი,
ლექსით გამოხვალ ნაბახუსევზე...

თებერვალი 2004 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები