ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგულა
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2013


რა იქნება

იცი? რაზე ვფიქრობ ახლა? რა იქნება,
ყველას ასე უანგაროდ უყვარდეს,
ეს სამყარო სიყვარულის ტბად იქცეს და,
დედამიწა მის გარშემო ბრუნავდეს.
ფიქრით, მხოლოდ სიყვარულზე, დადინჯდება
ბოროტიც კი, გადაიყრის ავ ზრახვას,
გამეფდება სიკეთე და ირგვლივ ყველა
ერთმანეთისთვის ზრუნვაში წაგვბაძავს...
შენი ჩემთან გვერდში ყოფნა დამჭირდება,
მომეკვრები, ჩემგან არსად არ წახვალ,
გრძნობა სითბურ ენერგიად ჩამდინდება,
მოვედებით სიყვარულით მთა და ბარს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები