ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტეტო
ჟანრი: პოეზია
12 დეკემბერი, 2013


სანამ მოვკლავდი გამექცა

მარტო ვარ უშენობას მხოლოდ ეს შველის
სწავლაც მივატოვე, რომ შენზე აღარ ვიფიქრო.
ფეხი თბილად მაქვს მაგრამ ვერ გავითბე ხელი
ვერც მოვითბე.
სანამ მოვკლავდი გამექცა 
მას მერე ყველა ქუჩის კუთხეში
ყველას კითხვასა და პასუხში  ვეძებ...
როგორც უთოვლო ზამთარი
ვარ ცივი და ცრემლგამშრალი
და სწორედ ეს იმედების გამყინვარება
მამხნევებს რომ
მოვიდე და გითხრა...
მე არ მინდა ვგავდე მას
ვინც გააცნობიერა საკუთარი გენიოსობა და თავი მოიკლა.
არც იმას ვინც მიხვდა რა პატარაა და შიშიაგან თუ უძლურებისგან
ასევე სიკვდილით დაასრულა.
მე აღარ ვებრძვი საკუთარ თავში არც ურჩხულებს
არც ოცნებებს. ზოგჯერ ვასრულებ მოვალეობებს,
როლებს...  უაზრო ფიქრებს კი თავის ტკივილი ასრულებს.
შენ აქ არ ხარ.  მე მთელი დღე გელოდები და
ზოგჯერ გხედავ ანუ  ლექსებს ვწერ.
არ დამითვლია დღეში რამდენჯერ ვიტყუები
ან ვიცინი მაგრამ დღეს სიმართლით დავასრულებ -
მე შენ მიყვარხარ.

თამო ფურცელაძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები