ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტეტო
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2013


მზის ამპარტავნება

წვიმა...  ისევ შენი თვალებიდან მოდის,

როცა სული შრება.

სიტყვებმა  სიმართლეს ზურგი აქციეს

და ჩვენც აღარ ვსაუბრობთ.

უბრალოდ ვკითხულობთ ლექსებს.

მე მთვარე გავწმინდე, რომ ბოლო მოეღოს

მზის ამპარტავნებას.

დღეს გარდავიცვალე...

სული შენს მოცემულ მანდილში გავახვიე

შუბლზე გაკოცე და

ფანჯრიდან გავიპარე.

თამო ფურცელაძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები