წვრილფეხა საქონელი ვარ, სახელად მქვია ცხვარიო, რაგინდა კარგად მოვიქცე, დამკლავენ დღეს ან ხვალეო.
ნეტავი ვის რას ვუშავებ, ვისთვის მიშლია ხელიო, ხან დათვის წერა გავხდები, ხან მომიხტება მგელიო.
დღე მოკლე ვარ და ბეჩავი, მორჩილსა ყოფას ნაჩვევი, შობითგან განწირული ვარ, მაგრამ ბედს მაინც არ ვჩივი.
რადგან სანამ ვარ ცოცხალი, ხტუნვა-თამაში მწყურისა, სმენას მიამებს ხმა ტკბილი – მეცხვარის სალამურისა.
ჩემსა სწორებთან ვიზრდები, ვართ ერთი დიდი ფარაო, თუ სადმე დავიკარგები, მომიძიებენ ჩქარაო.
თავს მევლებიან ქოფაკნი, მიდგანან ერთგულ მცველადა, ხან მთის ნამიან ბალახს ვძოვ, ხან ვბეკეკინობ ველადა.
სიკვდილიც ღირსეული მაქვს, საღვთო მსხვერპლი ვარ მარადა, სულ წმინდა დღეზე მთავრდება ჩემი ცხოვრების შარა და მეც იმ ჩემს გამჩენს ვუმადლი, რომ გამაჩინა ცხვარადა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მომეწონა ეს ლექსი, გამართული და დალაგებულია. წარმატებები ავტორს. მომეწონა ეს ლექსი, გამართული და დალაგებულია. წარმატებები ავტორს.
8. ძალიან დიდი მადლობა! ძალიან დიდი მადლობა!
7. ავტორის დიდი სული ჩანს აქ.
ავტორის დიდი სული ჩანს აქ.
6. ჯონათან, შენნაირი მკითხველი ღმერთმა ყველას მისცეს <3 ჯონათან, შენნაირი მკითხველი ღმერთმა ყველას მისცეს <3
5. საბავშვოცაა და სადიდოც- გოგებაშვილის "დედა-ენაში" რომ იყო ხოლმე, ისეთია.
საბავშვოცაა და სადიდოც- გოგებაშვილის "დედა-ენაში" რომ იყო ხოლმე, ისეთია.
4. იქნებ, ცხვრის ბედი მართლაც სჯობდეს ადამიანისას. 5. იქნებ, ცხვრის ბედი მართლაც სჯობდეს ადამიანისას. 5.
2. შოთა ნიშნიანიძის "ხარი" გამახსენდა.
კარგი ლექსია. :) შოთა ნიშნიანიძის "ხარი" გამახსენდა.
კარგი ლექსია. :)
1. ვაიმეეე რა კარგი ლექსია... რამდენი რამე ქონია სათქმელი ცხვარს, ნახეთ თქვეეენ??? :) 5 ავტორო ვაიმეეე რა კარგი ლექსია... რამდენი რამე ქონია სათქმელი ცხვარს, ნახეთ თქვეეენ??? :) 5 ავტორო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|