ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტეტო
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2013


ვერ ვამთავრებ კარგად

იცი ზოგჯერ შენს სახესაც ვერ ვიხსენებ
ზოგჯერ ვერაფერს ვიხსენებ
მაგრამ ყოველთვის... მაშინ როცა ხელები მიკანკალებს
და  ეკალ-ბარდები მასხავს
ისე მინდა თავი მომაყრდნო მხარზე.
ვფიქრობ ხოლმე და ფიქრსაც ვერ ვამთავრებ კარგად
ცხოვრებას ვსწავლობ ჩემებურად
შენ კი თავშიც არ მოგივა აზრად, რომ გუშინ
გხატავდი მთელი ღამე
მითხარი....  რა მოხდება თუ მოგამტვრევენ ხელებს
და ამოგივა ფრთები
რა შეიცვლება თუ...
თვალები დაგიბრმავდა და გრძნობები აგეხილა...

თამო ფურცელაძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები