ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნი
ჟანრი: პროზა
31 დეკემბერი, 2013


ადამიანო!!!

ადამიანო, შენ, ვინც ყოველდღიურად ორი ლუკმა პურისათვის იბრძვი, შენ, ვისაც ვერ განგისხვავებია კარგი და ცუდი, ბოროტი და კეთილი, შენ, ვინც საკუთარ ბედნიერებას სხვის უბედურებაზე აგებ, მეცოდები! მეცოდები და... მაოცებ კიდეც...! გაკვირვებული ვარ, როგორ შეგიძლია იყო ბედნიერი, მაშინ, როცა შენს ირგვლივ სიცარიელეა, მაშინ, როცა შენ მარტო ხარ?! ვერ გამიგია რა გახარებს, როცა შენში მკვდარია ის ერთადერთი გრძნობა, რომელსაც შეუძლია გაგაბედნიეროს-სიყვარული!
...იცხოვრე, როგორც გაგიხარდეს(ეს შენი საქმეა), მაგრამ ერთს გთხოვ: ცხოვრების გზაზე ერთხელ მაინც გაიხსენე, რომ ღმერთი არსებობს და შენც საიქიო გელოდება. გახსოვდეს , ედემში გადასასვლელად ბეწვის ხიდზე უნდა გაიარო და ეცადე, რაც შეიძლება მსუბუქი სულით წახვიდე იქ - იქნებ გაგიმართლოს და არ ჩაგიწყდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები