 | ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია 1 იანვარი, 2014 |
იანვრის სუსხში, ერთ დიდ ქალაქში, გარეთ რომ დიდ ხანს ცხენიც ვერ ძლებდა, ექვსი წლის ბიჭი, ნაცვლად თამაშის, მოშიებული, საჭმელს ეძებდა.
ცოტა ხნით ადრე გამოეტირა სარდაფში ყინვით მომკვდარი დედა. და თუმცა თავი მაგრად ეჭირა, მის თვალებს ცრემლი ჯერაც თან სდევდა.
უცხო ქალაქის ქუჩაბანდებს და ნათელ ჩირაღდნებს გაერთოთ თითქოს, მაგრამ ზამთარი კანქვეშ აღწევდა და ერეოდა სხეულის სითბოს...
ერთ-ერთი სახლის სარკმელთან შედგა, გადაებადრა ღიმილით სახე, ოთახში დიდი ნაძვის ხე იდგა, ასე მორთული არსად ენახა!..
ნაძვის გარშემო კოხტად ჩაცმული ბავშვები ერთურთს ეცეკვებოდნენ. მას კი სციოდა და გაყინული ფეხის თითები ატკივებოდა.
იმ სახლს გასცილდა და ცოტა იქით, ახლა სხვა მინას შეავლო თვალი, სარკმელის მიღმა, ოთახში, შიგნით, ნამცხვრებს ჰყიდიდა მსუქანი ქალი.
კარი შეაღო, შესვლა გაბედა, მხოლოდ შიმშილის მოკვლის სურვილით, მაგრამ ნამცხვარის ნაცვლად საცოდავს ერგო მასპინძლის ჭექა-ქუხილი.
გზა გააგრძელა, ხელებს გათოშილს ორთქლით ითბობდა, თან ზლუქუნებდა, შიშიც ეწვია მარტოდ დარჩენილს, მაგრამ პატარა მედგრად უძლებდა.
წინ კიდევ ერთი შეხვდა ვიტრინა, დიდ ხანს უცქერდა გაღიმებული, შიგნით მღეროდა სამი თოჯინა, ხელთ ვიოლინო მომარჯვებული.
გადაავიწყდა წამით შიმშილი, ტკბილ ოცნებებში წავიდა ბავშვი... უეცრად იგრძნო რაღაც ტკივილი, ვიღაც უფროსმა უთაქა თავში.
დასუსტებული ბავშვი დაეცა, მაგრამ მალევე წამოდგა ზეზე, შეშინებული მჩაგვრელს გაექცა და რომელიღაც ეზოში შეძვრა.
იქვე ჩამოჯდა და მოიბუზა (სიცივისაგან სუნთქვა ეკვროდა), აქ ცუდს ვერავინ, ვერაფერს უზამს!.. (თან თოჯინებზე ეფიქრებოდა...)
უცბად გაუქრა ყველა ტკივილი და გათბა, თითქოს ზისო ღუმელზე, ყურში ჩაესმა ნაზი ხმა, ტკბილი: "პატარავ, წამო ჩემს ნაძვის ხეზე!.."
უეცრად გაჩნდა ნათელ ადგილას, ირგვლივ ბრწყინვალებს სულ ყველაფერი, აი ნაძვის ხეც (არა, არ სძინავს!..), დედაც აქ არის, თბილად დასცქერის.
ბედნიერია, მაგრამ არ ესმის, აქ როგორ მოხვდა, პასუხებს ეძებს, ისევ ნაზი ხმა ყურში ჩაესმის: "შენ ქრისტესთან ხარ, მის ნაძვის ხეზე!.."
ერთ დიდ ქალაქში, შობა დღეს, დილით, პატარა ბიჭის ცხედარი ნახეს, ლურჯი ტუჩები არ თმობდნენ ღიმილს, ბედნიერება ეფინა სახეს!..
ძალიან მკაცრად ნუ განსჯით, ძველი ლექსია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. წარმატებები, მიხარია ახალი წევრებიი ;) წარმატებები, მიხარია ახალი წევრებიი ;)
7. ნინა, დედა სარდაფში მოკვდა, ცოტა ხნით ადრე და ამიტომაც – "მომკვდარი"
დავით, თ.დოსტოევსკის ნაწარმოებს "საშობაო მოთხრობა" ქვია.
გმადლობთ ყველას! ნინა, დედა სარდაფში მოკვდა, ცოტა ხნით ადრე და ამიტომაც – "მომკვდარი"
დავით, თ.დოსტოევსკის ნაწარმოებს "საშობაო მოთხრობა" ქვია.
გმადლობთ ყველას!
6. სარდაფში ყინვით მომკვდარი დედა__სარდაფში მკვდარი, ყინვისგან, დედა. :(
++ სარდაფში ყინვით მომკვდარი დედა__სარდაფში მკვდარი, ყინვისგან, დედა. :(
++
5. +5 :((((((((((((((((( +5 :(((((((((((((((((
4. რომელი ნაწარმეობიდან არის ეს ??მეგონა ყველაფერი მწქონდა წაკითხული დოსტოევსკის, ლექსმნა დამაინტერესა ნაწარმოები ესეიგი ლექსი კარგია :) რომელი ნაწარმეობიდან არის ეს ??მეგონა ყველაფერი მწქონდა წაკითხული დოსტოევსკის, ლექსმნა დამაინტერესა ნაწარმოები ესეიგი ლექსი კარგია :)
3. მაინც იმოქმედა ემოციამ. 5 გილოცავთ ახალ წელს! ... მაინც იმოქმედა ემოციამ. 5 გილოცავთ ახალ წელს! ...
2. არ მქონდა ეს დოსტოევსკითან წაკითხული, ვალში იქნება ახლა შენთან:)
მრავალს დაესწარი, ბედნიერად!
არ მქონდა ეს დოსტოევსკითან წაკითხული, ვალში იქნება ახლა შენთან:)
მრავალს დაესწარი, ბედნიერად!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|