| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 3 იანვარი, 2014 |
შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, ლონდა! იყო სიუხვე მოყვრის და მაყრის, მაღაზიაში ნისია გქონდა და დღემდე ყველა ქოქოლას გაყრის. წიწაკიანი და ეგზომ მწარე, შენ ნემიროვი გიყვარდა მუდამ... გეჩვენებოდა ფორთოხლად მთვარე, ბევრს დააჯერე ტყულის გუდამ, რომ დაგახიეს ბიჭებმა კალთა, იმდენი გყავდა ხელის მთხოვნელი... მონაცვლეობით იდგნენ შენს კართან, ხან კეკელიძე ვინმე კორნელი, ხანაც ბრედ პიტი ან სულაც სულა, რიჩარდ გირი და ოქტავიანე... და შენს სარკმელთან ისმოდა სრულად ჰანგები-მრავალ ოქტავიანი. სარკმელთან ვიღაც "ბითლზებს" მღეროდა და ჯორჯ ჰარისონს გზაში კარგავდა... იყო მონტელა, ტოტი, პეროტა, მაგრამ კაპელოს არვინ არ ჰგავდა. და შენს სარკმელთან ბევრი კაპელა მღეროდა მუდამ სოლისტ-ლოტბარით... მაგრამ არსაით სჩანდა კაპელო, არც მათეუსი სჩანდა ლოთარი. ასე მწუხარე ელოდე დიდხანს და გაისტუმრე ბევრი მდაბიო... თუმც მარმარილოდ გადიქცა კირქვა, როცა მოადგა სარკმელს ფაბიო. მაშინ ამღერდა ჩვენი კაპელო, რაზე-ვინ იცის! ვინ იცის-ლონდა! რეგენტი-უხმო და უსახელო, იქნებ შენსავით ნისია ჰქონდა? რადგან ნანატრი შეხვედრა შედგა და გამოკეთდა "რომა" ამინდი... ქვევით ფაბიო გელოდა მედგრად, შენ ჰაეროვან კოცნას გზავნიდი. ლოგინად გეყოთ თქვენ თოხის ტარი, მეც გიმღეროდი ოდესღაც გულით და მე ავტირდი, ვით რინგო სტარი მაკარტნისგან მიტოვებული.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ჯონათან,იმედია აქაც სრულად გამეცნობი :))) შენს მახვილ თვალს არ გამოეპარაა :)) ჯონათან,იმედია აქაც სრულად გამეცნობი :))) შენს მახვილ თვალს არ გამოეპარაა :))
3. ბევრს დააჯერე ტყულის გუდამ, რომ დაგახიეს ბიჭებმა კალთა, იმდენი გყავდა ხელის მთხოვნელი... მონაცვლეობით იდგნენ შენს კართან, ხან კეკელიძე ვინმე კორნელი, ხანაც ბრედ პიტი ან სულაც სულა, რიჩარდ გირი და ოქტავიანე... და შენს სარკმელთან ისმოდა სრულად ჰანგები-მრავალ ოქტავიანი.
"მალადეც" ლონდას, რას ერჩით...)))))) ბევრს დააჯერე ტყულის გუდამ, რომ დაგახიეს ბიჭებმა კალთა, იმდენი გყავდა ხელის მთხოვნელი... მონაცვლეობით იდგნენ შენს კართან, ხან კეკელიძე ვინმე კორნელი, ხანაც ბრედ პიტი ან სულაც სულა, რიჩარდ გირი და ოქტავიანე... და შენს სარკმელთან ისმოდა სრულად ჰანგები-მრავალ ოქტავიანი.
"მალადეც" ლონდას, რას ერჩით...))))))
2. მე მეჩვენება ახლა თუ მართლა ნაცნობი ინტონაცია და ხელწერაა აქ? (გალაკტიონს არ ვგულისხმობ, ბუნებრივია) ? :)
ეს "გადაკეთებულთაგანი"....
კორნელი კეკელიძე კონტექსტიდან ამოვარდნილი მეჩვენა რაღაც :))
მე მეჩვენება ახლა თუ მართლა ნაცნობი ინტონაცია და ხელწერაა აქ? (გალაკტიონს არ ვგულისხმობ, ბუნებრივია) ? :)
ეს "გადაკეთებულთაგანი"....
კორნელი კეკელიძე კონტექსტიდან ამოვარდნილი მეჩვენა რაღაც :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|