ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტეტო
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2014


თურმე ლამაზი ხარ



და ახლა როცა წასვლის დროა

ვიგრძენი, რომ მომენატრები...

ჯერ კიდევ გუშინ მიხაროდა, რომ

ვეღარ გნახავ და ეს წვალებაც დასრულდება.

ისევ ყველაფერი დალაგდება.

თურმე ლამაზი ხარ - ახლა შევამჩნიე,

აქამდე თითქოს ვერ გხედავდი.

წახვალ და ისევ ყველაფერი რიგზე იქნება

ჩემს ერთ თეფშ  სადილს აღარ გაგიყოფ,

აღარც ხასიათს გამიფუჭებ შენი წუწუნით და ჰიგიენით

ბოლო საღამოა, ახლა ვზივარ და ხელში ჩემი სახე მიჭირავს,

არასდროს მომწონდა - ვაღიარებ.

თუნდაც ნიღაბი თქვი ეს ერთი მაქვს მარტო.

ხან ვუფრთხილდები ხან სანაგვეზე ვისვრი...

სულ გავურბოდი მათ ვინც მიყვარდა.

არც ვიცი ვინ მიყვარდა თავად სიყვარულის გარდა.

მაგრამ შენ არ მიყვარხარ. საზიზღარი ხარ!

ისეთი აბეზარი როგორც შეჩვევა

და ახლა, როცა უნდა წახვიდე

მე არც ცრემლი მწყდება და არც გული

უბრალოდ ვგრძნობ რომ...

მომენატრები.

თამო ფურცელაძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები