| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 10 იანვარი, 2014 |
არა ყვარყვარეს! მოკითხვა მუზას და დიდება მაღალ ღმერთს, ჭუჭყიან სტრიქონში მოვქექოთ ,,ნათელი,” მივდგეთ და გზა მივცეთ მედროვე ყვარყვარეს და მან თქვას ,,ხატოვნად” ჩვენს ნაცვლად სათქმელი. მასებზე გათვლილი, ჩამოვქნათ ლექსები, ცვედანი სტროფები რითმებზე დავწიდნოთ, დროებამ გვიძახოს: ,,მწერლებო, მე თქვენი! ... არ მინდა სურვილი ლანგარზე დამიწყოთ.” ზვირთებზე ფარფატებს ალვის ხის ნაფოტი, ბობოქარ ქარიზმას ჟამთასვლა წალეკავს, სად არის ,,დიდება” ყველასთვის საყოფი, წილისყრით კი არა, თვითონ ვქმნით არჩევანს. დროშია ღალატის პრობლემა მხოლოდღა, დროშია მერწმუნეთ პრობლემა - ყვარყვარეც, ნუ განსჯით, მიიღეთ, მიიღეთ ,,მოლოცვა,” ნეტარი ცრემლებიც გულწრფელად დაღვარეთ ... მოკითხვა მუზას და დიდება მაღალ ღმერთს, ჭუჭყიან სტროფებში ვერ ვპოვე ,,ნათელი,” ,,ოლიმპოს” მწვერვალზე რა უნდა ყვარყვარეს, ჩემი და შენია, ეს სიტყვა სათქმელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ზვირთებზე ფარფატებს ალვის ხის ნაფოტი.5 მარინე ზვირთებზე ფარფატებს ალვის ხის ნაფოტი.5 მარინე
15. მოკითხვა მუზას და დიდება მაღალ ღმერთს, ჭუჭყიან სტროფებში ვერ ვპოვე ,,ნათელი,” ,,ოლიმპოს” მწვერვალზე რა უნდა ყვარყვარეს, ჩემი და შენია, ეს სიტყვა სათქმელი. + + + კარგი იყო... 5 მოკითხვა მუზას და დიდება მაღალ ღმერთს, ჭუჭყიან სტროფებში ვერ ვპოვე ,,ნათელი,” ,,ოლიმპოს” მწვერვალზე რა უნდა ყვარყვარეს, ჩემი და შენია, ეს სიტყვა სათქმელი. + + + კარგი იყო... 5
14. დროშია ღალატის პრობლემა მხოლოდღა, დროშია მერწმუნეთ პრობლემა - ყვარყვარეც, ნუ განსჯით, მიიღეთ, მიიღეთ ,,მოლოცვა,” ნეტარი ცრემლებიც გულწრფელად დაღვარეთ ..
+++მოკითხვები:) დროშია ღალატის პრობლემა მხოლოდღა, დროშია მერწმუნეთ პრობლემა - ყვარყვარეც, ნუ განსჯით, მიიღეთ, მიიღეთ ,,მოლოცვა,” ნეტარი ცრემლებიც გულწრფელად დაღვარეთ ..
+++მოკითხვები:)
13. მოწონება 5+ მოწონება 5+
12. კარგია მომეწონა ჩემი შეფასება:2 კარგია მომეწონა ჩემი შეფასება:2
11. ჰო, ლიტერატურული ყვარყვარეებით გადავსებულია ლიტ.სივრცე. ჰო, ლიტერატურული ყვარყვარეებით გადავსებულია ლიტ.სივრცე.
10. მადლობა ყველას მარტინს, ნაბა97-ს, ნინოს, ბარბარიონს, რუსთველიშვილას თქვენი შეფასებები, თუნდაც კრიტიკუ- ლი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ეს მაფხიზლებს. იცოცხლეთ! ... მადლობა ყველას მარტინს, ნაბა97-ს, ნინოს, ბარბარიონს, რუსთველიშვილას თქვენი შეფასებები, თუნდაც კრიტიკუ- ლი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ეს მაფხიზლებს. იცოცხლეთ! ...
9. სად არის ,,დიდება” ყველასთვის საყოფი, წილისყრით კი არა, თვითონ ვქმნით არჩევანს. დროშია ღალატის პრობლემა მხოლოდღა
++ სად არის ,,დიდება” ყველასთვის საყოფი, წილისყრით კი არა, თვითონ ვქმნით არჩევანს. დროშია ღალატის პრობლემა მხოლოდღა
++
8. ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
7. მოკითხვა მუზას და დიდება მაღალ ღმერთს,
:) მოკითხვა მუზას და დიდება მაღალ ღმერთს,
:)
6. 2+3 მაგარია!... 2+3 მაგარია!...
5. გაიხარე, თეო! მადლობა. გაიხარე, თეო! მადლობა.
4. ,,ოლიმპოს” მწვერვალზე რა უნდა ყვარყვარეს, ჩემი და შენია, ეს სიტყვა სათქმელი. მაგარია მაგარი.:) მოგიჭახუნე ხუთიანი:) ,,ოლიმპოს” მწვერვალზე რა უნდა ყვარყვარეს, ჩემი და შენია, ეს სიტყვა სათქმელი. მაგარია მაგარი.:) მოგიჭახუნე ხუთიანი:)
3. მადლობა ბატონო ოთარ! ჩვენ იმ ქარავნის წევრები ვართ, რომელიც მიდის. მადლობა ბატონო ოთარ! ჩვენ იმ ქარავნის წევრები ვართ, რომელიც მიდის.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|