ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი რამაა, რასაც არასდროს დავკარგავ - ღირსება. ერთადერთი რამაა, რაც ყველაზე ძვირფასია - ოჯახი. ერთი რამაა, რასაც ვაგროვებ - სიყვარული, და ერთი რამაა, რასაც ვერ გადავაბიჯებ - სიტყვა... თუ როდესმე მოგინდება ჩემი გაცნობა, იცოდე, რომ ყოველთვის ორი უკიდურესობიდან ერთერთს ვირჩევ, ყველაფერი ან არაფერი, არასდროს ვჩერდები შუაში. იცოდე, რომ ან ჩემთვის ყველაფერი ხარ და შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, ან არაფერი. ან ერთად ვართ სულ, ან ცალ-ცალკე. თუ შემოგთავაზებ, მხოლოდ ერთხელ, მაგრამ გულით. თუ გაიქცევი, არასდროს გამოგეკიდები, მაგრამ არც მე გაგექცევი იმ მიზნით, რომ შენ მსდიო. თუ მიგიღე, შეგიძლია ბოლომდე მენდო და დარწმუნებული იყო იმაში, რომ არასდროს მიგატოვებ ან გიღალატებ, მაგრამ თუ ჩემგან წახვალ, უკან ვეღარ დაბრუნდები. თუ როდესმე გეტყვი, რომ შენთან ვარ, თუ როდესმე ხელი ჩაგჭიდე, ჩაგეხუტე, იცოდე, რომ აღარასდროს გაგიშვებ, იცოდე, რომ ჩემიანი ხარ და არასდროს დაგტოვებ. მაგრამ ეს კი ყოველთვის გახსოვდეს, ჩემი გულის კარი შენთვის მხოლოდ ერთხელ გაიღება და შესვლის წინ კარგად დაფიქრდი, გახსოვდეს, თუ გაბედე და შეხვედი, უკან გზა აღარ გექნება. არასდროს შეგეპაროს ჩემს სიტყვებში ეჭვი, იცოდე, რომ თუ მე შემოგიშვი, აღარასდროს გაგიშვებ, თუ შეგპირდი, არასდროს გიღალატებ, თუ დავიწყე, არასდროს დავამთავრებ, იმიტომ, რომ ასეთი ვარ, ასეთი დავიბადე და რადგან დავიბადე, არასდროს მოვკვდები, მხოლოდ გამარჯვებისთვის. იცოდე, თუ გითხარი, რომ შემიყვარდი, არ გეგონოს, ეს დაუფიქრებლად გითხარი, ან სიტყვის მნიშვნელობა ბოლომდე ვერ გამირკვევია, თუ ეს გითხარი, ესე იგი ასეა და თუ ასეა, ესე იგი გავიმარჯვე, იმიტომ, რომ ვიპოვე ის, რისთვისაც ყველაფერი მიღირს, რასაც მოვუვლი, დავაფასებ და წმინდად, სუფთად შევინახავ ბოლომდე, იმ ბოლომდე, რომელიც არასდროს იქნება. მაგრამ ეს იცოდე, რომ მე არასდროს მოგიძღვნი მუქ ცაზე გაშლილ ფერად-ფერად მაშხალებს და არც ვარდებით შეკრულ დიდ თაიგულში ჩაგიდებ სასიყვარულო წერილს, არც სახლის წინ გიმღერებ სერენადებს და არც ქუჩებს მოგიხატავ ლამაზი ფერებით. მხოლოდ ერთს ვიზამ, მთვარიან ღამეს შენთან მოვალ, ყურთან ტუჩებს ფრთხილად მოგიტან და ნაზად ჩაგჩურჩულებ_ შემიყვარდი... შენ კი ალბათ ვერც მიხვდები რას ნიშნავს ჩემთვის ეს, როგორი პასუხისმგებლობაა და საერთოდ რატომ ვაკეთებ ამას. და თუ მე ამას გავაკეთებ, იცოდე, რომ შენ ჩემთვის ყველაფერზე მაღლა ხარ და რაც არ უნდა მითხრა, რაც არ უნდა გამიკეთო, ეს სულ ასე იქნება, ჩემი ცხოვრება მხოლოდ ერთ გრძნობას მივუძღვენი, ამ გრძნობისთვის სიცოცხლეც და სიკვდილიც მეამაყება და თუ ამას გეტყვი, რომ ეს გრძნობა შენია, მაშინ................. შენ ალბათ მაინც ვერ მიხვდები ამ ერთი სიტყვით რამდენს გპირდები, რამდენს გეუბნები, რამდენს გთხოვ ან რამდენს გიკეთებ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც შენ გადაწყვეტ როგორ მოვიქცევი, მხოლოდ ერთი, ძალიან მოკლე ნაბიჯის მიმართულებით.... მხოლოდ ორი ვარიანტი, ჩემკენ ან ჩემგან შორს, ორივე შემთხვევაში კარგად დაფიქრება გმართებს. თუ ნაბიჯს უკან გადადგამ, იცოდე, რომ მე გავქრები, ყოველგვარი წყენის და სიბრაზის გარეშე და თუ როდესმე ლოცვას გადავწყვეტ, მხოლოდ მაშინ გამახსენდება შენი სახელი, შენ კი ჩემთან ვეღარასდროს დაბრუნდები და არასდროს მოგეცემა მეორედ არჩევანის გაკეთების უფლება. შენ ალბათ ცხოვრების დინებას გაყვები, მე კი ვერასდროს გადავწყვეტ გამოკიდებას, იმიტომ, რომ ჩემი აზრით ეს უსამართლობა და შენი არჩევანის უპატივცემულობა იქნება. შენ ალბათ სხვა შეგიყვარდება, დაოჯახდები, შვილები გეყოლება, მე კი ყველასგან შეუმჩნევლად ნახევარი გულით გავაგრძელებ ცხოვრებას. თუ შენ ნაბიჯს ჩემკენ გადმოდგამ, იცოდე, რომ გულში ჩაგიკრავ და აღარასდროს გაგიშვებ, თუ მხარში ამოდგომა დაგჭირდება კლდესავით მყარი საძირკველი ვიქნები შენთვის, თუ დაიღლები - მშვიდი, თბილი ზღვა ვიქნები ოქროს ქვიშის სანაპიროთი, თუ შეგცივდება, ცეცხლშენთებული ბუხარი ვიქნები და თუ დაგცხება - გრილი ნიავი. ყველაფერს შევიყვარებ რაც შენში არ მომწონს და არასდროს ვეცდები შენს შეცვლას, ყველაფერს შევძლებ თუ შენთან ერთად ვიქნები, ვიპოვი იმ ერთ წამს, რომლის დროსაც ყველაზე მშვენიერი ხარ და დროს გავაჩერებ, ჩემთვის, რომ გიყურო სულ... შენთვის ყველაფერს გავიმეტებ და მოგიძღვნი რაც გამაჩნია, სიცოცხლესაც, სიკვდილსაც, მაგრამ ვაი რომ მხოლოდ შენ იქნები ის, რაც ჩემთვის ძვირფასია. ყველაზე ძლიერი, მყარი და სითბოთი სავსე იქნები ჩემთან ერთად, მე კი გამარჯვებული, რადგან მეყოლები შენ - ჩემი სიცოცხლის მთავარი მიზეზი, და თუ როდესმე სიკვდილი გაბედავს და ამ სიცოცხლეს შემიჩერებს, ჩემი სიყვარულით სიკვდილზეც გავიმარჯვებ და თეთრ ღრუბლებშიც მე გავხდები შენი მფარველი ანგელოზი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მხოლოდ ერთს ვიზამ, მთვარიან ღამეს შენთან მოვალ, ყურთან ტუჩებს ფრთხილად მოგიტან და ნაზად ჩაგჩურჩულებ_ შემიყვარდი...
ვნანობ აქამდეე რომ არ ვკითხულობდი ნიკას ნაწერს :))) მხოლოდ ერთს ვიზამ, მთვარიან ღამეს შენთან მოვალ, ყურთან ტუჩებს ფრთხილად მოგიტან და ნაზად ჩაგჩურჩულებ_ შემიყვარდი...
ვნანობ აქამდეე რომ არ ვკითხულობდი ნიკას ნაწერს :)))
4. ,,ვიპოვი იმ ერთ წამს, რომლის დროსაც ყველაზე მშვენიერი ხარ და დროს გავაჩერებ,, მერამდენედ ვკითხულობ უკვე მინდა ყველა სიტყვა ვიგრძნო ^_^ ძალიან კარგია <3 <3 ,,ვიპოვი იმ ერთ წამს, რომლის დროსაც ყველაზე მშვენიერი ხარ და დროს გავაჩერებ,, მერამდენედ ვკითხულობ უკვე მინდა ყველა სიტყვა ვიგრძნო ^_^ ძალიან კარგია <3 <3
3. ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი რამაა, რასაც არასდროს დავკარგავ - ღირსება. ერთადერთი რამაა, რაც ყველაზე ძვირფასია - ოჯახი. ერთი რამაა, რასაც ვაგროვებ - სიყვარული, და ერთი რამაა, რასაც ვერ გადავაბიჯებ - სიტყვა... თუ როდესმე მოგინდება ჩემი გაცნობა, იცოდე, რომ ყოველთვის ორი უკიდურესობიდან ერთერთს ვირჩევ, ყველაფერი ან არაფერი, არასდროს ვჩერდები შუაში.
კარგია. თუ ადამიანი თვითონ არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული, ვერასოდეს დაარწმუნებს სხვას. წარმატებები ) ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი რამაა, რასაც არასდროს დავკარგავ - ღირსება. ერთადერთი რამაა, რაც ყველაზე ძვირფასია - ოჯახი. ერთი რამაა, რასაც ვაგროვებ - სიყვარული, და ერთი რამაა, რასაც ვერ გადავაბიჯებ - სიტყვა... თუ როდესმე მოგინდება ჩემი გაცნობა, იცოდე, რომ ყოველთვის ორი უკიდურესობიდან ერთერთს ვირჩევ, ყველაფერი ან არაფერი, არასდროს ვჩერდები შუაში.
კარგია. თუ ადამიანი თვითონ არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული, ვერასოდეს დაარწმუნებს სხვას. წარმატებები )
2. ოჰ ეს ამბიცია.. გადამეტებულია.. არ ვაფასებ..მომიტევეთ.. ოჰ ეს ამბიცია.. გადამეტებულია.. არ ვაფასებ..მომიტევეთ..
1. წარმატებები ბილი წარმატებები ბილი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|