 | ავტორი: სტიქია ჟანრი: პოეზია 26 იანვარი, 2014 |
სიწმინდის ხნულში ბრმებმა ჩაფლეს ცოდვის მარცვალი, მრუში ხელები მხნედ ჩასჭიდეს მურდალ სარქველებს, ბელზებელი ქუხს,ფსევდოღმერთი სიბრძნის მძარცველი, მხდალი ბრბო მიჰყავს ფარსკუზიან მტარვალ აქლემებს. მზით მკვდარ უდაბნოს ყომრალ ნისლში იწვის მინდორი, ხეთქავს ხრიოკ გზებს ბლანტი სიცხე, ჩნდება ყალიბი, ზიზღის ზედაპირს მგოსნის ჭკუა კრძალვით იმდორებს, სინდისი სკდება, როგორც ნაღმზე მჯდარი თალიბი. თვლემს დედამიწა, კაცთა მოდგმის მყრალი სავანე, აზრბილწ პლეადას ურცხვად უდგას გმირთა დალიჭი, ღვაწლს ვინ შეასმენს,გაოხრებულ,გარყვნილ მავანებს, ცაში გაფრენილ სპეტაკ სულებს ქრისტე დაიჭერს. მთვარე ვარსკვლავთა საყაჩაღოდ ფრთხილობს-ბანდიტი, აისბერგივით ზანტად ღოღავს, რწმენა აკლდა მას, წვეთ-წვეთ გაალღო მცხუნვარე მზის კუშტმა ვენდეტამ, ცრუ, ბრმა ციალი ნიშად უდგას მთვარის აკლდამას. ავღმართე ბრბოს წინ უნდობლობის გამო ტიხარი, გავხდი მონსტრებში ნაშუბარი რწმენით გობრონი, სჯობს ვიყოთ მკვდრები,გარიყულნი,უმეგობრონი, ვიდრე სლეგებით სიბრძნის ფუძე გამოვითხაროთ.
თ.კამერტონი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. "ავღმართე" - არა აღვმართეა სწორი! "ავღმართე" - არა აღვმართეა სწორი!
4. საკამათოა მაგრამ კარგია +2 საკამათოა მაგრამ კარგია +2
2. ავტორი: სტიქია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
26 იანვარი, 2014
ავტორი: სტიქია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
26 იანვარი, 2014
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|