დედა!შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ! და ვგრძნობ შენც ჩემით როგორ სულდგმულობ, სხვა საფიცარი მე არ მყავს ვინმე, ხშირად გგონივარ ვიცი უგულო. შენ ჩემში ღმერთსაც კი უტოლდები, ჩემო ღვთიურო, ლამაზო დედავ, შენს თვალზე ყველა ცრემლებს განვიცდი, მე უგუნური შენდობას ვბედავ. მაგ ნაჯაფარი შენი ხელებით, მსურს რომ ბავშვივით გულში ჩამიკრა, სვა სიყვარული ამას ვერ შეცვლის, სხვა სიყვარული მართლა არ მინდა. რამდენჯერ მაპატიე და ცოდვა შემინდე, დედავ, შენა ხარ ჩემი საუნჯე, როცა მოწყენილს შეგხედავ უმალ, ხმას ვეღარ ვიღებ, მინდა დავმუნჯდე. ჩემს გამო ხშირად აგევსო უპე, ჩენთვის წმინდათა წმინდა ცერმლებით, იტანდი ყველა შესამჩნევ ტყუილს, ღმერთს მიმართავდი ჩუმი ვედრებით. შენს კალთას მინდა ვემთხვიო კრძალვით, მე მიყვარს შენი ნატქვამი "შვილო", შენს წმინდა ხელებს ვეამბორები, და განვლილ წლებზე მე ხშირად ვფიქრობ. ახლა ყველაფერი მინდა დაგიფასო, ჩემს მომავალზე რომ ფიქრობ მუდამ, ყველა იმედებს ჩემში რომ ხედავ, ახლა აგიხდენ, რაც ჩემით გსურდა. მე შენი ტკბილი "ნანაც" კი მახსოვს, და არასოდეს დამავიწყდება, მშობელო დედავ - შენ ხარ საუნჯე, და ჩემი გულის თავდავიწყება. შენ იამაყებ გპირდები დედი, დედობის ხვედრი ამიტომ გერგო, სულ ახალგაზრდა დარჩები ჩემში, ვერას დაგაკლებს იცოდე შენ დრო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. + ლექსმაც იგრძნო ემოცია, მთავარი ეს არის... გამართვა ჭირდება ლექსს, თუმცა გრძნობებში ჩამოყალიბებულია... ემოცია ბოლომდე მოიტანა ჩემამდე... ყოჩაღ + ლექსმაც იგრძნო ემოცია, მთავარი ეს არის... გამართვა ჭირდება ლექსს, თუმცა გრძნობებში ჩამოყალიბებულია... ემოცია ბოლომდე მოიტანა ჩემამდე... ყოჩაღ
10. შესაძლოა ლექსი ბოლომდე გამართული არაა და ცოტაოდენი ხელის შევლება სჭირდება, თუმცა ჩემამდე ემოცია მოიტანა და ამიტომაც მომეწონა. :) უფალი გფარავდეთ, ვერონიკა, შენც და შენს დედიკოსაც. შესაძლოა ლექსი ბოლომდე გამართული არაა და ცოტაოდენი ხელის შევლება სჭირდება, თუმცა ჩემამდე ემოცია მოიტანა და ამიტომაც მომეწონა. :) უფალი გფარავდეთ, ვერონიკა, შენც და შენს დედიკოსაც.
9. http://www.youtube.com/watch?v=xxvksvUYyBw ვისაც რითმა აინტერესებს ამას მოუსმინეთ და მიხვდებით როგორ მაქ დაწერილი. განვმეორდები და ვიტყვი, რომ არ ვარ პოეტი და ვწერ მხოლოდ ჩემი საყვარელი ადამიანებისათვის.. :) კრიტიკა თქვენთვის მომინდვია. http://www.youtube.com/watch?v=xxvksvUYyBw ვისაც რითმა აინტერესებს ამას მოუსმინეთ და მიხვდებით როგორ მაქ დაწერილი. განვმეორდები და ვიტყვი, რომ არ ვარ პოეტი და ვწერ მხოლოდ ჩემი საყვარელი ადამიანებისათვის.. :) კრიტიკა თქვენთვის მომინდვია.
8. მე არ ვწერ უნაკლოდ, არც პოეტობაზე მაქ პრეტენზია... ეს ლექსი გულიდან წამოსული სიტყვებია და ამაში რითმა მთავარი არ არის. ლექსი უსაყვარლეს დედას მივუძღვენი დაბადების დღეზე და სულ რამოდენიმე წუთშია დაწერილი, მასში კორექტირება არ შემიტანია მას შემდეგ. დიდი მადლობა ყველას და ვიღებ თქვენს შენიშვნებს. რა თქმა უნდა "არამითი777"- ლექსი ყველას ვერ მოეწონება... ეს შენი სუბიეტური აზრია და ამასაც ვაფასებ. ბოდიშს გიხდი იმ რამდენიმე წამისთვის რაც ჩემი ლექსის წასაკითხად დახარჯე :))))) მე არ ვწერ უნაკლოდ, არც პოეტობაზე მაქ პრეტენზია... ეს ლექსი გულიდან წამოსული სიტყვებია და ამაში რითმა მთავარი არ არის. ლექსი უსაყვარლეს დედას მივუძღვენი დაბადების დღეზე და სულ რამოდენიმე წუთშია დაწერილი, მასში კორექტირება არ შემიტანია მას შემდეგ. დიდი მადლობა ყველას და ვიღებ თქვენს შენიშვნებს. რა თქმა უნდა "არამითი777"- ლექსი ყველას ვერ მოეწონება... ეს შენი სუბიეტური აზრია და ამასაც ვაფასებ. ბოდიშს გიხდი იმ რამდენიმე წამისთვის რაც ჩემი ლექსის წასაკითხად დახარჯე :)))))
7. ჩემი აზრით ლექსში მთავარი გრძნობაა... ამიტომ მე მომეწონა ყოჩაღ
ჩემი შეფასება:2 ჩემი აზრით ლექსში მთავარი გრძნობაა... ამიტომ მე მომეწონა ყოჩაღ
ჩემი შეფასება:2
6. "დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვიყვარს შვილებსა, მიტომაც წუთისოფელი სულმუდამ გვაცოდვილებსა." (ხალხური)
ვერონიკა ყოჩაღ! მთავარია კარგი ადამიანი იყო და მერე კარგი პოეტი, "დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვიყვარს შვილებსა, მიტომაც წუთისოფელი სულმუდამ გვაცოდვილებსა." (ხალხური)
ვერონიკა ყოჩაღ! მთავარია კარგი ადამიანი იყო და მერე კარგი პოეტი,
5. "დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვიყვარს შვილებსა, მიტომაც წუთისოფელი სულმუდამ გვაცოდვილებსა." (ხალხური)
ვერონიკა ყოჩაღ! მთავარია კარგი ადამიანი იყო და მერე კარგი პოეტი, "დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვიყვარს შვილებსა, მიტომაც წუთისოფელი სულმუდამ გვაცოდვილებსა." (ხალხური)
ვერონიკა ყოჩაღ! მთავარია კარგი ადამიანი იყო და მერე კარგი პოეტი,
4. გრძნობა გასაგებია,მაგრამ როგორც პოეზია 0 ! გრძნობა გასაგებია,მაგრამ როგორც პოეზია 0 !
3. გრძნობა გასაგებია,მაგრამ როგორც პოეზია 0 ! გრძნობა გასაგებია,მაგრამ როგორც პოეზია 0 !
2. მგრძნობიარე ლექსია,და ყველას საკუთარი დედა წარმოუდგება თვალწინ,ეს ტემატიკა ასე მსუბუქად უნდა იყოს ნაწერი,ცოტა ხელის შევლება არ აწყენდა ორ ადგილას. წარმატებები ავტორს "2" მგრძნობიარე ლექსია,და ყველას საკუთარი დედა წარმოუდგება თვალწინ,ეს ტემატიკა ასე მსუბუქად უნდა იყოს ნაწერი,ცოტა ხელის შევლება არ აწყენდა ორ ადგილას. წარმატებები ავტორს "2"
1. რამდენჯერ მაპატიე და ცოდვა შემინდე, დედავ, შენა ხარ ჩემი საუნჯე,
აქ რიტმი ირღვევა ასე ვფიქრობ ,ყველა სიკეთე შენ და დედიკოს ვერონიკა ++ რამდენჯერ მაპატიე და ცოდვა შემინდე, დედავ, შენა ხარ ჩემი საუნჯე,
აქ რიტმი ირღვევა ასე ვფიქრობ ,ყველა სიკეთე შენ და დედიკოს ვერონიკა ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|