| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 22 იანვარი, 2014 |
ხანძარს მიეცით მთელი ჩემი ცრუ პოეზია, პოეტთა კურსი ჩემს მიმართ რომ ოდნავ გამყარდეს... გავცდი იგოეთს, რომ მეხილა ინდონეზია, რომ ხელისგულზე გადამშლოდა მთელი ჯაკარტის ამოუცნობი, თბილი ჰავა, ზღვა-ბუნგალოთი, სადაც ნაკლები ეგზემა და მუცლის ტიფია; მე-მიდრეკილი სასმელისკენ, ნებით გავლოთდი და ვგავარ ახლა უარაფრო კაცს და ტიპიურ, მოსაწყენ ფრაზებს ყველა ყლუპის ზიარად ვტოვებ, რადგან უფროა დანდობა და შვებაც-უფასო... აქ, ბელადები განაგებენ უგუნურ ტომებს და მე კი ყველა მწუხრის პირზე შევთხოვ უფალს, რომ: არ მოვკვდე ძილში, არ მჩვევია უთქმელად წასვლა, არ მსურს კედელზე მტვერი მედოს, როგორც გობელენს... უძღები შვილის ერთადერთი შემოვრჩი ასლი, მაგრამ არსაით მელოდება ჩემი მშობელი. ხანძარს მიეცით ყველა სველი იასამანი, ენძელის კურსი იებთან რომ უფრო გამყარდეს... მსურს, რომ გალოთდეს ყველა ტომის ჟღალი შამანი, რომ ყველია მურწა ემეგობროს მშიერ ყარყატებს, რომ ეს აბსურდიც შეაფასოთ გენიის ბოდვად და ხანძარს მისცეთ მთელი მისი ცრუ პოეზია, თუ მოჩვენებაც მოსვენებას არ აძლევს ოდნავ გალეშილ პოეტს ანდა სულაც იმ დონეზეა, რომ სულერთია: პრაღა, მინსკი და იგოეთი, რომ ხსოვნის მიღმა ისევ მიყვარს და ამნეზია ვერ მომეძალა, თუმც არ მახსოვს ბროცკი, გოეთე, გავცდი იგოეთს, რომ მეხილა ინდონეზია!...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ძალიან ძლიერი :) სამუმი აქამდე რატომ არ გიცნობდი? ძალიან ძლიერი :) სამუმი აქამდე რატომ არ გიცნობდი?
17. ზოგჯერ ძალიან მოწყენილი რომ იქნები, საყოველთაოდ ცნობილი შედევრის იუმორისტული რემეიქი დაგხვდება და ოდნავად მაინც გამოგიკეთებს ხასიათს;) შენი სიტყვები ჩემთვის ძალიან დასაფასებელია. გმადლობ. ზოგჯერ ძალიან მოწყენილი რომ იქნები, საყოველთაოდ ცნობილი შედევრის იუმორისტული რემეიქი დაგხვდება და ოდნავად მაინც გამოგიკეთებს ხასიათს;) შენი სიტყვები ჩემთვის ძალიან დასაფასებელია. გმადლობ.
16. მომიწევს ამ ავტორის გვერდზე ყველაფრის წაკითხვა . მომიწევს ამ ავტორის გვერდზე ყველაფრის წაკითხვა .
15. უკანასკნელმა კომენტარებმა ბავშვივით გამახარეს, უფრო მართებული ფორმა ბროდსკია, მარა მე ყოველთვის ბროცკის ვწერ, "ყველიას" მაგივრად "ყველა" უნდა ეწეროს. ბოდვა კი ა, მარა გენიის ნამდვილად არ არის, სადღაც ნიჭსა და ტალანტს შორის გამოტანტალოსებული ადამიანის სიტყვებს ჰგავს :)) ვეცდები შემოვიარო :)) უკანასკნელმა კომენტარებმა ბავშვივით გამახარეს, უფრო მართებული ფორმა ბროდსკია, მარა მე ყოველთვის ბროცკის ვწერ, "ყველიას" მაგივრად "ყველა" უნდა ეწეროს. ბოდვა კი ა, მარა გენიის ნამდვილად არ არის, სადღაც ნიჭსა და ტალანტს შორის გამოტანტალოსებული ადამიანის სიტყვებს ჰგავს :)) ვეცდები შემოვიარო :))
14. ძალიან ძლიერი ლექსია, მაგრად მომეწონა. ულაპარაკო 5 და მაგარი ავტორი.
ერთი შეკითხვა ბროცკი თუ ბროდსკი?
ბრავო! ძალიან ძლიერი ლექსია, მაგრად მომეწონა. ულაპარაკო 5 და მაგარი ავტორი.
ერთი შეკითხვა ბროცკი თუ ბროდსკი?
ბრავო!
13. დაიწყო თქვენი აღიარება საიტმა :)
არადა, მე ჯერ კიდევ როდის...
"ხანძარს მიეცით ყველა სველი იასამანი, ენძელის კურსი იებთან რომ უფრო გამყარდეს... მსურს, რომ გალოთდეს ყველა ტომის ჟღალი შამანი, რომ ყველია მურწა ემეგობროს მშიერ ყარყატებს,"- გენიის ბოდვა :)
შემომიარე(თ) იმერეთში :)
დაიწყო თქვენი აღიარება საიტმა :)
არადა, მე ჯერ კიდევ როდის...
"ხანძარს მიეცით ყველა სველი იასამანი, ენძელის კურსი იებთან რომ უფრო გამყარდეს... მსურს, რომ გალოთდეს ყველა ტომის ჟღალი შამანი, რომ ყველია მურწა ემეგობროს მშიერ ყარყატებს,"- გენიის ბოდვა :)
შემომიარე(თ) იმერეთში :)
12. კარგი ნაწერი გამოგსვლია.. მართლა კარგი.. იმედია პირველ გვერდზე მალე ვიხილავთ.. (მე"ც" ხშირად ვარ ინდონეზიაში, ..ხშირად კი არა ყოველ საღამოს.. ) კარგი ნაწერი გამოგსვლია.. მართლა კარგი.. იმედია პირველ გვერდზე მალე ვიხილავთ.. (მე"ც" ხშირად ვარ ინდონეზიაში, ..ხშირად კი არა ყოველ საღამოს.. )
11. აუცილებლად ვეწვევი ამომავალი მზის ქვეყანას იმერეთის გავლით :)) აუცილებლად ვეწვევი ამომავალი მზის ქვეყანას იმერეთის გავლით :))
10. მედეა მაგარი ხარ.:) მედეა მაგარი ხარ.:)
9. თუ იაპონიით დაინტერესდება ავტორი,იმერეთში დაფნარს რომ გაცდები ახლოსაა ჯაპანა:)) თუ იაპონიით დაინტერესდება ავტორი,იმერეთში დაფნარს რომ გაცდები ახლოსაა ჯაპანა:))
8. შენ კარტველი არის? :)) შენ კარტველი არის? :))
7. იქვე ხაშურტან არის ინდონეზია იგოეტს რო გაცდები კიი :) :))) იქვე ხაშურტან არის ინდონეზია იგოეტს რო გაცდები კიი :) :)))
6. მომეწონა, რაღაც უცნაურია ++ მომეწონა, რაღაც უცნაურია ++
4. საინტერესოა. საინტერესოა.
3. ზოგი რომ იგოეთამდეც ვერ მიდის :)) სადღაც მანდაა კი :)) ზოგი რომ იგოეთამდეც ვერ მიდის :)) სადღაც მანდაა კი :))
2. ყველაფერი კაი მაგრამ იგოეთი ქუთაისისკენ რო მიდიხარ თბილისიდან იქ არ არის გზაზე? :D ყველაფერი კაი მაგრამ იგოეთი ქუთაისისკენ რო მიდიხარ თბილისიდან იქ არ არის გზაზე? :D
1. აბურდულ სიზმარს ჰგავს ეს ყველაფერი :)
მაგრამ იგოეთს თუ გაცდი ეგ უკვე კარგია :) ++ აბურდულ სიზმარს ჰგავს ეს ყველაფერი :)
მაგრამ იგოეთს თუ გაცდი ეგ უკვე კარგია :) ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|