 | ავტორი: ლ_ი_ა_კ_ო ჟანრი: პოეზია 23 იანვარი, 2014 |
წუხელ დამესიზმრა ჩემი საქართველო, როგორ გადავცვალეთ სხვაში. როგორ დავივიწყეთ ჩვენი ქართლის დედა, როგორ გადავაგდეთ მტკვარში. მშფოთვარეს შიშით გამეღვიძა, ვთქვი: რა დამესიზმრა ნეტავ? ღამის სიბნელეში, ძლიერ შეშინებულს, ლანდად მომეჩვენა დედა. ჩვენი ქართლის დედა, წეღან რომ ვისროლეთ, წეღან, რომ დავახრჩეთ მტკვარში. მხოლოს ერთს ითხოვდა: ნუ იზამთ მაგას, ნუ გაცვლით საქართველოს სხვაში. მე ხომ გადამაგდეთ, სული მომიკალით, სამშობლო შეინახეთ მაინც, ღმერთს ნუ განარისხებთ, ის ხომ მფარველია და დააქვს საქართველო კალთით. ღვთილმშობლის წილხვდომილი, ჩემი საქართველო ისევ დააყენეთ ფეხზე! ისევ . . . ისევ დაივიწყეთ შური, ორგულობა და გაიმარჯვებთ მტრებზე. აღარ დაგჭირდებათ მერე გაყიდვა და დედის გადაგდება მტკვარში . . . აღარ გექცევათ მერე სინანულად შეცდომის გასწორება გზაში. ლანდი გამიქრა და აღარ დამეძინა, ქართლის დედასავით ერთი თხოვნა დამრჩა: ნუ გაცვლით საქართველოს უცხო მხარეებზე, ჩვენ ხომ ამის მეტი არაფერი დაგვრჩა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მადლობა ნაინიი )) ასევე შენც ასევეეე . . . მადლობა ნაინიი )) ასევე შენც ასევეეე . . .
7. წარმატება:) წარმატება:)
6. დაე გისმინოთ უფალმა თეო )) და ეს ყოველივე დარჩეს სიზმრად . . . დაე გისმინოთ უფალმა თეო )) და ეს ყოველივე დარჩეს სიზმრად . . .
5. ასეთ სიზმარს არავის ვუსურვებ:) უფალმა გვაკმაროს ის რაც გადავიტანეთ. ასეთ სიზმარს არავის ვუსურვებ:) უფალმა გვაკმაროს ის რაც გადავიტანეთ.
4. რა თქმა უნდა ერი არ ჩაიდენს მსგავს არასდროს )) პასუხს რაც შეეხება ყველანაირად შეიძლება გაეცეს მოღალატეს . . . რა თქმა უნდა ერი არ ჩაიდენს მსგავს არასდროს )) პასუხს რაც შეეხება ყველანაირად შეიძლება გაეცეს მოღალატეს . . .
3. ერი ამას არასდროს ჩაიდენს, ხოლო კონკრეტულ მოღალატეს, სათანადო პასუხი უნდა გავცეთ. შესაძლებელია ლექსით. ერი ამას არასდროს ჩაიდენს, ხოლო კონკრეტულ მოღალატეს, სათანადო პასუხი უნდა გავცეთ. შესაძლებელია ლექსით.
2. ამინ ოთარ . . . დაე დედაღვთისა გფარავდეს აწ და მარადის )) ამინ ოთარ . . . დაე დედაღვთისა გფარავდეს აწ და მარადის ))
1. ღმერთმა ნუ მოგვასწროს ასეთ ცუდ რამეს. ღმერთმა ნუ მოგვასწროს ასეთ ცუდ რამეს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|