 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 1 თებერვალი, 2014 |
მე, ვისაც შენზე ოცნებაში ორი ღამეც კი, ჩემო ძვირფასო ვერასძალით გადამიბია... ყველა სიზმარში შეგექცევი, როგორც ხამანწკას, ხარ უფრო შორი, ვიდრე გაბონი და ნამიბია. მე, ვინც თვალებში მოგიშენა ორანჟერეა, სულის შიგნიდან ამოყვანილს გირგავ ლილიებს... ყველა ხმაური უსახლო და უნიჟაროა და სიჩუმე კი-მეტი წილი ჩემი ფსკვნილია, რომელსაც მუდამ დავატარებ: დოღზე, მეტროში ან უმიზეზოდ გამოვდივარ, როცა სახლიდან... როცა იზრდება მწუხრის პირზე ღამის რეტუში, როცა მეზობელს მივაგინებ თავის ძაღლითურთ, ვისი ადგილიც მეგულება სადმე გადაღმა, სადაც ნაკლები ხეებია და ქრის დებოშით: სამუმი, სარმა, სიროკოზეც მე ვარ თანახმა, ოღონდ არ მოფსას ფეხაწევით ვიწრო კორომში. მე, ვისაც სული, სრული წონით სადღაც ორი გრამ ნახევარი და უფრო ხშირად სამიც გამომდის... შევეკედლები ინფლაციით დაღლილ ორიგამს და ყველა ქაღალდს მოგამსგავსებ ხვალ საღამომდე. მე, ვისაც შენზე ოცნებაში ორი ღამეც კი, ჩემო ძვირფასო ვერასძალით გადამიბია... ყველა სიზმარში შეგექცევი, როგორც ხამანწკას, ხარ უფრო შორი, ვიდრე გაბონი და ნამიბია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. :) ნეტავ შენსავით ვასრულებდე ყველა სიტყვას... :) ნეტავ შენსავით ვასრულებდე ყველა სიტყვას...
2. სიტყვა-სიტყვაა, უნდა წამეკითხა! :)
ისე, ლექსიც არაა ხელწამოსაკრავი, ზედაპირულ იუმორს თავშეფარებული მშვენიერი ლირიკაა.
სიტყვა-სიტყვაა, უნდა წამეკითხა! :)
ისე, ლექსიც არაა ხელწამოსაკრავი, ზედაპირულ იუმორს თავშეფარებული მშვენიერი ლირიკაა.
1. წარმატებები. წარმატებები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|