ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2014


მინიატურული ლექსები.

     
  მინიატურული ლექსები
    . . .
შაქარას სურვილით შეჰყურებს სიკვდილი,
,,სიცოცხლის ხეზე” გამოსხმულ,
თურაშაულივით დაშაქრულ
ჩემს სხეულს.
    . . .
ღვთიური ჰანგი,
შეყვარებულის
ერთი სიტყვაა:
,,მიყვარხარ!” ...
    . . .
მზეს თვალი გავუსწორე,
,,შავმა ლაქამ”
მომხიბლა.
  . . .
უბრალოებას თუ
აღტაცებაში მოვყავართ,
რატომ ვართ გულგრილნი
სიკეთისადმი.

   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები