 | ავტორი: სტიქია ჟანრი: პოეზია 3 თებერვალი, 2014 |
ჭერს ვუყურებ და ბროლის ჭაღში ჩანან მწერები, უღმერთოდ მკვდრები,ვით ჩემს წიგნში ჩანაწერები. შენ, პოეზიავ, არ გაგწირავ არ მიგატოვებ, მე არ ჩავუგდებ,შენს თავს ხეპრე ალიგატორებს! სახელს მოვიმკი,დროის ხნულში ტანჯვით დათესილს, მწიფე ლექსებს ვთხზავ,თქვენ მიირთვით დელიკატესი. სამყაროს ხილვა გაუკვირდათ ტყუპისცალ მსტოვრებს, მე ვინც მისმენდა,ის მუდამჟამ დამიმახსოვრებს. მძიმე კაეშნით ემოცია მკვირცხლად ვიტკინე, ტანში ღრმად გამცრა,ცხედარი რომ წარმოვიდგინე. სმენა დამეხშო ბარაბანში ბრიყვი ბრბოს სმენით, დაფრთხნენ და შეკრთნენ ხრამის პირას მდგომი მგოსნები. მძაფრად მიგრძვნია სტრიქონებში ალღო რითმების, პოეზიას კი ვერ ვხსნი, ცხადად,ალგორითმებით. ზეცის ლაჟვარდში ღრმად გამჯდარა ფერთა გამები, მე მსურს გაფერნა, ბნელ მიწაზე ვერ დავკავდები. მკაცრი სიკვდილის დათრგუნული ერთი მონა ვარ, ბედს ვსაყვედურობ,უგულოს და სწორედ ონავარს. გამოაჟღერე სიხარულის მუსიკა .გულო, თორემ დაოსდი უენოდ და უსიყვარულოდ. ახლა გავხედავ მთაწმინდიდან ცრემლიან თბილისს, მფეთქავ ძარღვებში ჟრუანტელის სიო დამივლის. ახალი ლექსი ჩემი მორიგი სიხარულია, თუ ყოველ ღამით,უსაქმურად ზიხარ,რთულია. თითქოს სხეულში სიხარულის მსგავსი მოვიწყვე, ჯერ ლაღად ვარ და ვიცი,ალბათ მალე მოვიწყენ. ის დამრჩენია,უგემური ნერწყვები ვყლაპო, თქვენ ფეხქვეშ ნოხი გიგიათ და მე კიდევ _ტყლაპო
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ა, კიდო: "შენ, პოეზიავ, არ გაგწირავ არ მიგატოვებ, მე არ ჩავუგდებ,შენს თავს ხეპრე ალიგატორებს! სახელს მოვიმკი,დროის ხნულში ტანჯვით დათესილს, მწიფე ლექსებს ვთხზავ,თქვენ მიირთვით დელიკატესი."
ნარცისიზმის სანიმუშო მაგალითი... ა, კიდო: "შენ, პოეზიავ, არ გაგწირავ არ მიგატოვებ, მე არ ჩავუგდებ,შენს თავს ხეპრე ალიგატორებს! სახელს მოვიმკი,დროის ხნულში ტანჯვით დათესილს, მწიფე ლექსებს ვთხზავ,თქვენ მიირთვით დელიკატესი."
ნარცისიზმის სანიმუშო მაგალითი...
20. გამოაჟღერე სიხარულის მუსიკა .გულო, თორემ დაოსდი უენოდ და უსიყვარულოდ. წარმატებები + გამოაჟღერე სიხარულის მუსიკა .გულო, თორემ დაოსდი უენოდ და უსიყვარულოდ. წარმატებები +
19. წარმატებები++ წარმატებები++
17. თქვენ ფეხქვეშ ნოხი გიგიათ და მე კიდევ _ტყლაპო : ))))))) თქვენ ფეხქვეშ ნოხი გიგიათ და მე კიდევ _ტყლაპო : )))))))
15. კი , სულ ცოტა ექვს მეტრიანს.
კი , სულ ცოტა ექვს მეტრიანს.
14. კი , სულ ცოტა ექვს მეტრიანი
კი , სულ ცოტა ექვს მეტრიანი
13. დიდი მადლობა ყველას,დადებითი შეფასებისთვის:) ალიგატორი პატარა ნიანგს ნიშნავს ნინო:) დიდი მადლობა ყველას,დადებითი შეფასებისთვის:) ალიგატორი პატარა ნიანგს ნიშნავს ნინო:)
12. ფინალი მაგარი იყო;) ეს რამხელა ლექსი დაგიწერია ყოჩაღ ამას ნიჭი უნდა გენაცვალე.მე ეხლა არ ვიცი. რამდენად კომპეტენტური ვარ და არც შენზე. მეტი ვარ რამე რო დაგიწუნო ასე რომ რაც ვარ და ვინც ვარ იმით გეუბნები რომ მომეწონა.:)) ასე რომ ++ ჩემგან.ალიგატორი რა არი ეს არ ვიცი ოღონდ.არ დამცინოთ ახლა კი მსმენია მარა არც ტელევიზორში მინახავს და არც წიგნში:DDDცხოველია?რანაირი?:)) მანახოთ ეგება:))) ფინალი მაგარი იყო;) ეს რამხელა ლექსი დაგიწერია ყოჩაღ ამას ნიჭი უნდა გენაცვალე.მე ეხლა არ ვიცი. რამდენად კომპეტენტური ვარ და არც შენზე. მეტი ვარ რამე რო დაგიწუნო ასე რომ რაც ვარ და ვინც ვარ იმით გეუბნები რომ მომეწონა.:)) ასე რომ ++ ჩემგან.ალიგატორი რა არი ეს არ ვიცი ოღონდ.არ დამცინოთ ახლა კი მსმენია მარა არც ტელევიზორში მინახავს და არც წიგნში:DDDცხოველია?რანაირი?:)) მანახოთ ეგება:)))
11. შენ, პოეზიავ, არ გაგწირავ არ მიგატოვებ, მე არ ჩავუგდებ,შენს თავს ხეპრე ალიგატორებს! შენ, პოეზიავ, არ გაგწირავ არ მიგატოვებ, მე არ ჩავუგდებ,შენს თავს ხეპრე ალიგატორებს!
10. უმაგრესია რითმის მეფეა ეს კაცი ! ++ უმაგრესია რითმის მეფეა ეს კაცი ! ++
9. გაიხარეთ, დიდი მადლობა ყველას:) გაიხარეთ, დიდი მადლობა ყველას:)
8. მაგარია. ++ მაგარია. ++
7. ჩაგეთვალა 5+ ჩაგეთვალა 5+
6. ბოლო ფრაზამ მომხიბლა ნამეტნავად! სალამი სტიქიას ;) ბოლო ფრაზამ მომხიბლა ნამეტნავად! სალამი სტიქიას ;)
5. გაიხარეთ :) გაიხარეთ :)
4. მაგარი ხარ! +5 მაგარი ხარ! +5
2. ტექნიკური შეცდომაა,ჩავასწორე:) ტექნიკური შეცდომაა,ჩავასწორე:)
1. შენა თავს ხეპრე ალიგატორებს,შენა არა სტიქია ,ზედმეტი მარცვალია და არღვევს რიტმს, ==შენ თავს ხეპრე ალიგატორებს,-ასე აჯობებს მგონი შენა თავს ხეპრე ალიგატორებს,შენა არა სტიქია ,ზედმეტი მარცვალია და არღვევს რიტმს, ==შენ თავს ხეპრე ალიგატორებს,-ასე აჯობებს მგონი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|