ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნი
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2014


ჩემს ტფილისს

რად დამტოვე მარტო, ჩემო ტფილისო?
უშენობით გული მწარედ ტირისო.
შენს ძებნაში მითენდება, ვაღამებ,
სადა გნახო, მითხარი, რად მაწამებ?

სად წავიდა შენი ყარაჩოხელი?
ვინ შემასვას ღვინო დამათრობელი?
ვინღა უმღერს ძველ მუხამბაზს სიყვარულს?
რა ეშხი აქვს შენს ქუჩებში სიარულს?

ფაეტონი, ჩადრიანი ურმები,
სადღაც გაქრა მოკაზმული სუფრები,
მწვადის სუნი კვამლმა, ბოლმა შეცვალა,
ვერ გპოულობ, ამან ჭკვაზედ შემშალა.

ხმა ჩაგიწყდა? შენი ზურნა სად არი?
გამაგონე დილას ტკბილი საარი.
მომენატრა მე დუდუკის ჰანგები,
მომენატრნენ ძველი დარდიმანდები.

სად გაჩერდა? არღანი არ ტრიალებს,
"მიდი, მიდი," - ტიციანი ღრიალებს.
ეჰ, რას ვიზამთ? გრიშაშვილმაც დაგვტოვა,
დღეს მე და შენ მგონია სულ მარტო ვართ.


ღვინომ არა, შენზე ფიქრმა დამათრო,
მარტო ვარ და შენმა ძებნამ გამართო.
ყანწი არა, დარდმა გული გაავსო,
მონატრებამ გულს ლახვარი დამასო.

რად დამტოვე მარტო, ჩემო ტფილისო?
უშენობით გული მწარედ ტირისო.
შენს ძებნაში მითენდება, ვაღამებ,
სადა გნახო, მითხარი, რად მაწამებ?
19.11.2012

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები