ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით ჯიმშიაშვილი
ჟანრი: პოეზია
3 თებერვალი, 2014


  ჩამოტვირთვა

გაღვიძებამდე

გძინავს,
ვერ  ხედავ,არ  გესმის  და არ გამოჩნდები
არსად,
დაგჩემდა  ჩვეულება უკვე  ასეთი.
იტოვებ    დღეებს  ამოუხსნელს  დღეგამოშვებით
და  საკუთარ  თავს  იშვიათად  თუ ემსგავსები.

არც  არაფერი  გიპოვია,არც  არას  კარგავ,
შენშია  ახლა  სიყვარული  ყველა  მიზეზით.
არ  გაჩერდები,არ ისვენებ  არასდროს,მაგრამ
კვლავ  მასშტაბები  არ  გყოფნის  და  ვეღარ  იზრდები.

ვერ  დაიტიეს  ვერც ერთი  დრო  ვეღარც  ფიქრებმა,
ყველა      ფიალა  მოთმინების    გაქვს  გავსებული,
იყო    და  არა  იყო  რა  და  ისევ  იქნება
სიტყვები  ლექსებად  ქცეული  და  ფასეული.

უფრო  გაზრდილა  სურვილები  და  აღარ  იცდის
შესრულებამდე,
ტყუილს  სიტყვა  ისევ  მოჰპარეს.
სხვამ  რომ  არა  და  თითქოს    ახლა  შენ  უკეთ  იცი:
ვინ  მართალია,ვინ  მტერია  და  ვინ  მოყვარე.

უინტერესო  ხდება    ყველა  ამბავის  თხრობა,
ისვენებს  თითქოს  სამყარო  და  არის მოცლილი.
ამბობ: ვაკეთოთ  სიკეთე  და  მერე  ღმერთს  ვთხოვოთ:
დედამიწამ  რომ  აიტანოს  ყველა  ცოდვილი.

კვლავ  სიყვარული  გახსენდება,გინდა სულ  მეტი,
დაიზეპირებ  ძველისძველ  და  ახალ  ბალადებს,
ვეღარ  გაუძლებ,ვერ  ითმენ    და  ხიდიდან  ხტები
ჰოდა,სუიციდს  ადიდებულ  მტკვარს  დააბრალებ,

შენი  სუნთქვა კი  ახლა  უფრო ოფლად  იღვრება,
ბორგავ, წრიალებ,კანკალებ  და  ხმამაღლა  ყვირი
და  გეღვიძება.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები