ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2014


რაც გვტკივა

დღეს ქუჩაში ერთმა ბიჭმა გამაჩერა. სიგარეტი მთხოვა. მივაწოდე. მოვუკიდე. მადლობა მითხრა და თავდახრით წავიდა. იოდის სუნად ყარდა.
ღმერთო, შენ უშველე ყველა მისნაირს!

მსურდა, რომ ღამეს ჩემს ნებაზე
ჩუმად მივეშვი,
ვიყავი მარტო და ყველა მხრით
მხოლოდ ციოდა...
ნახევარ თბილისს ასდიოდა
სუნი Givenchy-ს,
ნახევარი კი- სამწუხაროდ
ყარდა იოდად!
მე რას ვუშველი, ღმერთო ჩემო,
თავად ინებონ,
შენს გზას დაადგეს უმეცართა,
უგნურთა ხროვა...
რომ მიატოვონ "ლირიკა" და
"გრიმოდინები",
რადგან ამ ქვეყნად მეორეჯერ
არავინ მოვა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები