| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 18 თებერვალი, 2014 |
სიზმარი ვნახე ,,ლურჯა ცხენები," მგლოვიარე ფერები, თმაგაშლილი გრძნეული, ჩემი სული ეული, სისხლიანი ნაპირი, მომღიმარი ვამპირი, შავი ვარდის ფურცლები, ბანჯგვლიანი მუცლები, ჯოჯოხეთის ,,ფორუმი," ეშმაკების ,,ხორუმი," მოგიზგიზე კოცონი და ჭინკები მომცრონი, სანატრელი ზმანება, გადამექცა ვაებად, ოფლის მძიმე წვეთებით, ქვაზე თავისხეთქებით, არეული გუნებით, ნეტარების ცდუნებით, მივეახლე სატანას, რადგან წერით ატანას, წილი ჰქონდა ნაყარი, სულიც იყო საპყარი. ლოცვის ნაცვლად ბოდვებით, ამქვეყნიურ ცოდვებით წარვდექ, როგორც წყეული, ცახცახებდა სხეული. არა მყავდა მსაჯული, ჩემნაირი ტანჯული. შიშმა ხელი დამრია და გრძნობები არია. მყისიერად განათდა, გაიპარა ,,საღათა," გაქრა შავი სიზმარი, გული მკერდზე მიმხმარი აჩქროლდა და აზვირთდა, სული ისევ ატირდა. ღმერთო! ნუღარ მანახებ, ჯოჯოხეთის სანახებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. დავითრგუნე . დავითრგუნე .
15. მშვენიერია :) მშვენიერია :)
14. ღმერთო! ნუღარ მანახებ, ჯოჯოხეთის სანახებს.
ახლობელი განცდაა, მეც მითხოვია მსგავსად უფლისთვის ზმანებათა გამო... ღმერთო! ნუღარ მანახებ, ჯოჯოხეთის სანახებს.
ახლობელი განცდაა, მეც მითხოვია მსგავსად უფლისთვის ზმანებათა გამო...
13. ჯოჯოხეთის სანახებს მოუხდა ყველა მეტაფორა პრინციპში მე+2 ჯოჯოხეთის სანახებს მოუხდა ყველა მეტაფორა პრინციპში მე+2
12. წარმატებები +5 :))) წარმატებები +5 :)))
11. მადლობა ყველას. ასეთი შეფასებები მომწონს. ეს იმის საწინდარია, რომ უკეთესი დავწერო. შიდა რითმიანი ლექსი პირველად დავწერე და ჩემთვისაც საინტერესო იყო. მადლობა ყველას. ასეთი შეფასებები მომწონს. ეს იმის საწინდარია, რომ უკეთესი დავწერო. შიდა რითმიანი ლექსი პირველად დავწერე და ჩემთვისაც საინტერესო იყო.
9. უკეთესის მოლოდინში. უკეთესის მოლოდინში.
8. ლექსი ბრჭყალებში მოთავსებული ამონარიდების გავლენის ქვეშაა მოქცეული, მაგრამ იმდენად კარგადაა შესრულებული, რომ ინტერესით დაველოდები სხვა ლექსებს, უფრო თქვენეულს. წარმატებები და++ ლექსი ბრჭყალებში მოთავსებული ამონარიდების გავლენის ქვეშაა მოქცეული, მაგრამ იმდენად კარგადაა შესრულებული, რომ ინტერესით დაველოდები სხვა ლექსებს, უფრო თქვენეულს. წარმატებები და++
6. დორიანგრეი, ვიფიქრე, რომ ჯოჯოებს (ეშმაკებს და მათ მიმდევრებს) ბანჯგვლიანი მუცლები აქვთ. ნემეზიდა ნემე, გალაკტიონი ის მწვერვალია, რომელსაც თანამედროვეობის ვერცერთი პოეტი მიაღწევს. ხოლო ვინ როგორ თვლის, ეს არაფერს შეცვლის. მაგენი, ხომ იცი არც დავითს თვლიან უპირველეს ქართველად. ორიგინალურე- ბი არიან, ტო-ო! (კახურად აღარ დავაბოლოვებ). მადლობა გულთბილი შეფასებისთვის ყველას. დორიანგრეი, ვიფიქრე, რომ ჯოჯოებს (ეშმაკებს და მათ მიმდევრებს) ბანჯგვლიანი მუცლები აქვთ. ნემეზიდა ნემე, გალაკტიონი ის მწვერვალია, რომელსაც თანამედროვეობის ვერცერთი პოეტი მიაღწევს. ხოლო ვინ როგორ თვლის, ეს არაფერს შეცვლის. მაგენი, ხომ იცი არც დავითს თვლიან უპირველეს ქართველად. ორიგინალურე- ბი არიან, ტო-ო! (კახურად აღარ დავაბოლოვებ). მადლობა გულთბილი შეფასებისთვის ყველას.
5. კარგია,მაგრამ"ბანჯგვლიანი მუცლები"მა გამაცინა:დ კარგია,მაგრამ"ბანჯგვლიანი მუცლები"მა გამაცინა:დ
4. რიტმული ლექსია,შიდარითმები კი მელოდიურობას მატებს; რომ გითხრათ,გალაკტიონი მომაგონა მეთქი,ამას თქვენც არ მალავთ ( ვნახე ,,ლურჯა ცხენები”)..უამისოდაც,გალაკტიონი სულ ჩვენთანაა,თუნდაც ლურჯა ცხენები არც ვახსენოთ...ზოგი ვითომ ემიჯნება ამ გენიალურ პოეტს და რაღაც ,,ახალს ქმნის”...სინამდვილეში,როგორც თვითონ გალაკტიონი იტყოდა:,,ყველაფერი არის ძლიერ კარგად,ყველაფერი ძლიერ ცუდად არის”...ღმერთმა ქნას,მაგრამ ჯერ ჯერობით ვერ ვხედავ უკეთესს :) ჩემი შეფასება + + რიტმული ლექსია,შიდარითმები კი მელოდიურობას მატებს; რომ გითხრათ,გალაკტიონი მომაგონა მეთქი,ამას თქვენც არ მალავთ ( ვნახე ,,ლურჯა ცხენები”)..უამისოდაც,გალაკტიონი სულ ჩვენთანაა,თუნდაც ლურჯა ცხენები არც ვახსენოთ...ზოგი ვითომ ემიჯნება ამ გენიალურ პოეტს და რაღაც ,,ახალს ქმნის”...სინამდვილეში,როგორც თვითონ გალაკტიონი იტყოდა:,,ყველაფერი არის ძლიერ კარგად,ყველაფერი ძლიერ ცუდად არის”...ღმერთმა ქნას,მაგრამ ჯერ ჯერობით ვერ ვხედავ უკეთესს :) ჩემი შეფასება + +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|