ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2014


მაინც ვრჩებით ბავშვებად...

"ამენ გეტყჳ თქუენ: რამეთუ რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა ყრმაჲ, ვერ შევიდეს მას" (მარკ. თ. 10, მ. 15)

როგორც ჰპარავს ყოველ ღამით ადგილს მთვარე -
მზეს, შურით ჰკლავს რადგან მისი დიდება,
ჩვენი სიყრმეც ზუსტად ისე მოიპარეს,
მაგრამ მაინც ვერ გვაქციეს დიდებად!

უსასრულოდ გაგვიგრძელეს "წარმოდგენა",
ფარდის არც კი უფიქრიათ - დაშვება,
ყველაფერზე თუმც შეგვიქმნეს წარმოდგენა,
მადლობა ღმერთს, მაინც ვრჩებით ბავშვებად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები