ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოკვდავი პოეტი
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2014


  ჩამოტვირთვა

წკაპ წკუპ

წკაპ წკუპ , მინდა განშორება სიცოცხლესთან ახლა,
მაგრამ ისე ლამაზია გაზაფხულის ხედი,
ისე გასაოცარია წვიმას მზე რომ ახლავს,
მსურს რომ მხოლოდ ამ განთიადს მოუხარო ქედი

წკაპ წკუპ , წვიმა საოცარი დილის ექვსის წუთებია,
ფანჯრის რაფა დაიბურა ფიქრით,მხოლოდ ფიქრით,
გამოვაღებ იგრძნონ სივრცე თორემ დაიხუთებიან ,
გამოვაღებ და გაფრინდენ ცის და ღრუბლებს იქით

წკაპ წკუპ , მე და მხოლოდ მე ვარ ამ ოთახის მკვიდრი,
მცივა, მაგრამ უფრო სულში მეყინება გრნობა,
მაღლა უფრო მაღლა მინდა სხივი ვნახო მკვეთრი,
ნუთუ ეს მზეც არსად მოსჩანს ან მე მიჭირს ცნობა

წკაპ წკუპ , მალე გადაიღე გაზაფხულის წვიმავ,
სახლი კი მაქვს მაგრამ მარტოს მეშინია იცი
სითბოს ვეძებ საბნის მიღმა მაგრამ უფრო მცივა !
მაგრად უფრო მაგრად დასცხო მე კი ისევ ვიცდი

წკაპ წკუპ , თითქმის გადაიღო გაირინდა ქუჩა,
მძიმე მძიმე ჰაერია მე კი ვუსვამ წერტილს,
ამ ცხოვრების ყოველ წუთს და თვალებს ჩუმად ვხუჭავ,
წკაპ წკუპ , ახლა წვიმის ნაცვლად მოდის სისხლის წვეთი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები