ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვერონიკა სალაღაია
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2014


ჩემი აღარ ხარ?

ჩემი აღარ ხარ?
რა მოხდა მერე,
იმიტომ დაგთმე, რომ სხვისი იყო.
სხისთვის იცოცხლო,
სხვა რომ გიყვარდეს,
და მის ალერსში რომ ჩაიძირო.
ჩემი აღარ ხარ?
არაფერია...
მე ძველებურად გავუძლებ ტკივილს...
ეს ჩემ თვალებზე, განა ცრემლია,
უბრალოდ პატარა წვეთია წვიმის.
ჩემთან აღარ ხარ?!
არც ეგ მაფიქრებს,
მთავარი არის იცოცხლო დიდხანს,
მერე რა, თუკი ჩემთვის აღარ ხარ,
მერე რა, თუკი არ გყავარ ფიქრად.
უკვე სხვას ეტრფი?!
განა მაფიქრებს,
ეს ასე არის ალბათ საჭირო,
არ დაგაკავებ!!!
არ მსურს როგორც თევზს,
შენთვისაც  ბადე ისე გავჭიმო.
მე მიგატოვე?
ეს არ ნიშნავდა,
ამ პატარა გულს,
რომ არ უყვარდი...
შენ დააშავე!
კმარა!
შეწყვიტე!
ნუღარ უძახი!!!
შენი აღარ ვარ?
ძალიან კარგი!
სხვის სიყვარულის, ვიწყებ ძიებას,
აღარ გიყვარვარ?
არც მე მადარდებ!
ალბათ ეს ასე, ღმერთმა ინება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს