ხოდა,ის იყო წამოვედით ქედიდან და გვიქნევენ ვიღაც ბიჭები ხელს,მანქანას უჭირს რაღაცაო,გადმოვიდა ნუკრი და გადმოვყევით ჩვენც,რაღაცა ტალახის დამცავი ძვრებოდა მანქანას ქვევიდან...ნწ,ნწ,ნწო ნუკრამ და ეცა საბარგულს,გადმოიღო ცელოფანი დააფინა ამ ტალახში და წამოუგორდა მანქანას...ეწვალება რაღაცას და არი ესე ერთ ამბავში... მავთულიო დაიძახა ნუკრიმ,გავარდა მინდია ღობისაკენ,მოგლიჯა რაღაც მავთული და მოიტანა. დაამაგრა ნუკრიმ ის საოხრო რაღაც და გავაგრძელეთ გზა თელავისაკენ. მივდივართ და არ ილევა ეს გზა,გაწიელა და გაიწელა,გვშია მარა რა გვშია,გიჟებს ვგავართ,ბადიაურის მერე ლუკმა არ ჩაგვსვლია პირში,მივალთ თელავში და ხინკალი რო გველოდება ვიცით და მაგით გვიდგას სული.გგონიათ მაღაზიას შეხვდები სადმე? ნურას უკაცრავად. დაბნელდა,ნისლია ისეთი ნუკრას ფანჯრიდანაა აქვს თავი გადაყოფილი და ისე მიყავს მანქანა,რავი იმ სარკეში ვერ გაიხედავდა თუ რა იყო არ ვიცი. გავცდით რაღაც სოფელს და მინდიამ თელავში შევედითო და ვიხუვლეთ ამ შიმშილისაგან დაოსებულმა ხალხმა მაგრამ რა ვიხუვლეთ. წინანდალიო მინდიამ და კარტში კაი ორიანი როა ხო იცით,ჯვრის ორიანი,ე მასე გაუხდა ახალაიას თვალები,ხოხ, მამუშავა აქ ღვინის ქარხნის დირექტორადო,ჩაილაპარაკა... ლაცაბიძე უკან ზის და ღრღნის გამხმარ კახურ შოთს,ცხვრის ყველი არ უყვარს თურმე,შოთი ისეთია წვერს გაიპარსავ კაცი,გამხმარი,რაღაც საშინელი.ის იყო რა გაჭმევს მაგასთქო უნდა მეთქვა და გამოჩნდა რაღაც ქალაქი,ქალაქი კი არა სინათლეები გამოჩნდა, ესაა ხო თელავიო? -ახალაიამ და გადახტა წინ,ნუკრას ჩაეხუტა.აღშფოთდა ნუკრა.-რასაა რო მიშვრები ძამულია,მე მძღოლი ვარ ის ხო არ გგონივარო. ვიცი ღვინო აცუნდრუკებს მაგრამ რა გინდა რო უთხრა,ერთმანეთზე უარესი ლოთი ვზივართ მანქანაში ყველა. შევედით თელავში,მინდია გიდის ფუნქციებს ითავსებს და გვიხსნის რაღაცეებს,გავხედე ლაცაბიძეს,ილესავს საჭმლის მოლოდინში კბილებს,ახალაია წკმუტუნებს მოსალოდნელი დათრობით კმაყოფილი,ნუკრა უშფოთველად ზის და ნიკი ლაუდა მიმიქარავს ისე უხვევს თელავის ქუჩებში.-შეიყვანე მანქანა ეზოში-ო უთხრა ნუკრის მინდიამ,შევჭენავდით ნუკრას თეთრი როსინანტით კორპუსის ეზოში და გადმოვლაგდით მანქანიდან. ჰოდა ის დამავიწყდა ამასობაში კინაღამ,სამწვადე ვიყიდეთ ბადიაურში,იმდენი ხანი მოვდიოდით,კი გავიფიქრე ხო არ გაიზარდა და ღორი ხო არ გახდათქო,როგორ გადაურჩა ლაცაბიძეს უკან კი მიკვირს,მაგრამ შიმშილი გონებას აქვეითებსო და მართალია ალბათ,ვერ მიხვდებოდა მაგის ჭამას თორე ისე იყო დამშეული მაგასაც შეჭამდა. დავაკავეთ ეს სამწვადე მინდიას ხელში მივყევით უკან და მივადექით ლადოს ბინის კარებს. დავაკაკუნეთ კარებზე და გაგვიღო ლადომ. შევედით ზალაში, სუფრაა გაწყობილი, მაგრამ ნუ იტყვი, იმხელა ნერწყვი გადავყლაპე დავიხვრჩვი კინაღამ. დავსხედით სუფრასთან, გატეხა ლადომ ლუკმა და ვეცით საჭმელს, პირის წკლაპუნის ხმა ისმის რაღაც სასტიკად. კაცო, ეს ნუკრა ხმას არ იღებდა და მისავათებული ყოფილა, თურმე, კაცი. ერთი-ორჯერ ისე გაიქნია ყბა, კინაღამ მხარი მომანგრია. აბა, შევავსოთო ლადომ _ ზის ახალაია გაყურსული. გამახსენდა მერე მაგისი წესი, ეგ ხომ თვითონ არ დაასხამს ღვინოს!.. დაუსხამ და იცოცხლე, არ გაჩერდება სიკვდილამდე. მეზობელი მყავდა ეგეთი კაცი, თუ სხვა არ დაუსხამდა, არ დალევდა. დავილოცეთ და აქ უკვე ილიდერა ახალაიამ, გადაუშვა საყლაპავში ღვინო, წვეთი არ დატოვა. ნუ, ჩვენც არ დაგვიკლია... ამბობს ლადო მთისას და ბარისას, ჩვენც უკვე გავძეხით და ავიშალეთ ლაპარაკის საღერღელი. მეგობარი გვყავს ერთი - ქისტი ვაჟკაცი, სულთანი და არ შემოაღო კარები გიტარით?! მაგრად უკრავს თან. აბა, წავიდაო და მღერის მარააა, მთვარე ჩამოჰყავს ციდან. ახალაია უტრიალებს თითებს თვალებთან და ღმუის თვითონაც. სულთანი რომ მოვიდა, ლაცაბიძე ბატონობით ელაპარაკებოდა და ახლა_ აბა, ერთიც ძმაოო! ეძახის აქედან. გავხედავ მინდიას, ჰალსტუხივითა აქვს თავი ჩამოკიდებული მკერდზე, მთვრალია უკვე. აბა, დაშლა არ მოშლისაო ნუკრამ, არ სვამს და გაწამდა კაცი, ჩვენი დარდი აღარა აქვს, გაძღა უკვე და იძახის ლექსებს. დავლიეთ ყველაწმინდა და ავიშალეთ. სულთანამ, დარჩით ჩემთან, ხვალ პანკისში წავიდეთ, ცხვარი დავკლათო. ამის თქმა იყო და გავისუსეთ, ვის არ უნდა კაი ცხვრის მწვადები და ჩაქაფული... ისაა უნდა დავეთანხმოთ და არ მოუსვა ნუკრამ ატკაზიი?! აუუუ, რა გინდა რომ უთხრა!.. დავემშვიდობეთ სულთანას და ვზივართ უკან დაბღვერილები. ნუკრას უყურებს ყველა მტერივით და ამ დროს: ცხვარიო იყვირა უკან ვიღაცამ. თურმე, ლაცაბიძეს ჩაეძინა და მოელანდა, ალბათ, სულთანას ცხვარი სიზმარში. ახალაიამ, არაყი ვიყიდოთ ახლა ჩვენო. რას იყიდი, სადღაც ვართ ტყეში, მინდიას სოფელში მივდივართ. წინათაც ვთქვი, ნისლი იყო-მეთქი და ახლა კიდევ უფრო უარესი ნისლი ჩამოწვა, ხუთ მეტრში ვერაფერს ვერ დაინახავ. ერთი პირობა კი იფიქრა ნუკრამ გავჩერდებიო, მაგრამ მივედით უკვე "პაჩტიო" მინდიამ. შევედით რაღაც სოფელში, შუქს ვერ ნახავ ანთებულს. აქ სულ ხევსურები ცხოვრობენო და ეტყობა ხევსურეთის იმიჯს იქმნიდნენ თუ რა იყო ვერ გეტყვით... გავაჩერეთ მანქანა სადღაც ზევით, ვერ ჩავა, თურმე, მინდიას ჭიშკართან. ორას მეტრამდე გვქონდა ფეხით გასასვლელი, მაგრამ ვაი იმ ჩასვლას, ვერაფეს ვერ ვხედავთ და ამ დროს რაღაც მეტაკა თვალში, კაკლის ხე ყოფილა და წამომთხარა კინაღამ თვალი. შევედით სახლში, ახალაია ცქმუტავს არ ეყო, ეტყობა, დასალევი. მაგრამ, დავწვეთო მინდიამ და გაშალა ლოგინები. ახალაია ცალკე უნდა დაწვეს, მაგრამ შეუხტა უცებ ნუკრის და გიოს საწოლში, ესენი ეჯიკავებიან აქედან მაგრამ ახალაიამ_ თქვენ ხო არ გაგიჟდით ძმაო, მცივაო. _რას ეტყვი, დაარგუმენტა კაცმა. შეეგუენ ნუკრა და ლაცაბიძე რაღას იზამდნენ,კაი იყოს ჩააქრეთ შუქიო,გასცა ნუკრამ პრიკაზი,წავედი შუქის ჩასაქრობად და აქ ისევ იფეთქა ახალაიამ,ოპ მაიცათო,რა შუქი უნდა ჩააქროთ რა დამაძინებს ეგრეო და გამოიწია ჩემსკენ მაგრამ ეს თავხედობა ეგრევე აღკვეთეს ბიჭებმა,შეურიგდა ახალაია ბედს და კონსესუსზე წამოვიდა,მაშინ ჩემი ტელეფონი მაიტათო,მისცეს ტელეფონი,ფანარი ჰქონია თურმე მაგის ნოკიას,:დასწყევლოს ეშმაკმა,რას არ მოიგონებენ ეს ფინელები:" და ანათებს ახალაია ამ ფანარს ბიჭებს ხან სახეზე ინათებს და აქვს თვალები ბუსავით დაჭყეტილი.ამ ოინბაზობაში ჩაგვეძინა ცოტა ხნის მერე. დილაა და მესმის რაღაც ძაღლების ყეფა და სტვენა-გნიასი,ჩავიცვი და გამოვვარდი გარეთ და რას ვხედავ,ნუკრა დაჰქრის ამ ტყე-ღრეში და ხევ-ხუვებში,უფალო შეგცოდე ერთი ი გავიფიქრე გადაირია ვითომ-მეთქი? გავძახე,რას შვრები კაცო შენთქო,ამომძახა სოფლის ნოსტალგია მაქვს ძამულიაო და დურთა თავი ისევ ბარდებში,გადავისახე პირჯვარი და შემოვბრუნდი უკან,ცოტა ხანში ამოვიდა ნუკრაც,მოისურვილა ალბათ ყოველივე და წამოდგნენ ბიჭებიც,ლაცაბიძეს ძინავს ისევ,მინდია მეზობლებთან წავიდა,ახალაია ისეთი წითელია პახმელიისგან,ქუჩაში რო გაიყვანო მძღოლებს სვეტაფორი ეგონებათ და მოძრაობას გააჩერებენ. ჩავსხედით მანქანაში და წამოვედით თბილისში,ახალაია ლუდი მიყიდეთო კნავის უკან,გადმოვდექით გომბორის ქედზე და მინდიამ შეაჩერეთო,გავჩერდით,მაგარი ჰაერია აქო განაცხადა მინდიამ,გადმოვედით და დავღრღენით წინა დღის შოთები. ამასობაში უკანა სკამიდან უფორთხია ახალაიას და წინ გადმომჯდარა,კი შეხედა მინდიამ ერთი ცუდი თვალით მაგრამ შეეცოდა ალბათ და არ უთქვამს არაფერი. გავაგრძელეთ გზა,მივუახლოვდით უჯარმას და წამოვაყენე წინადადება,ციხეზე ავიდეთთქო,ახალაიამ კი შემოგვხედა გასაცოდავებული თვალებით და ჩაიწკმუტუნა ლუდიო მაგრამ ვინ დაუგდო ყური.ავედით ციხეზე და ჩამოვედით უკვე და რას ვხედავთ,მისავათებული გდია კაცი,შეახტა ნუკრა თავის როსინანტს და უცხუნა დეზი,არ ჩაგვაკვდეს ეს კაცი ხელშიო.არა კაცო ისე,იმხელა გზა ვიარეთ და მაღაზია არ შეგხვედრია არსად. გამოჩნდა სოფელი და ახალაია აფართხალდა,მაღაზია გამოჩნდა და გამიშვითო გაიქაჩა,გადავყევი მეც.აი იქ უნდა გენახათ ახალაიას თვალები,ლუდი რო ნახა,ლიტრიანი ლუდები მინდაო განაცხადა რიხიანად.ორლიტრიანების მეტი არა გვაქვსო_პატარა გოგო იყო ვიღაც იმან გვითხრა,არ გვინდა მაგიო ახალაიამ და გამობრუნდა,აი თავხედი კაცი,კვდება და ისეთი არ უნდა.რას შვრები კაცოთქო_ვუთხარი.მაიცაო,მე რომ ახლა ლიტრიანი არ დავლიო არ შემიძლიაო.დაგელია იქიდანთქო,მაგრამ დამიბრიალა თავისი წითელი თვალები და არ მითქვია მეც არაფერი.გაიგო ეს ნუკრამ და აწი არ გაგიჩერებ მე შენ ძამულიაო.მოვდივართ და შეგხვდა მეორე მაღაზია და ისეთი ვედრების თვალით შეხედა ახალაიამ რომ ვერ მოითმინა ნუკრას ალალმა გულმა და გაუჩერა მანქანა.წავიდა ახალაია და ორლიტრიანი ლუდი არ მოიტანა? ვიცინეთ მაგრამ რა ვიცინეთ,რას გაუგებ დაბნეული კაცია.დალია ეს და სტამბოლში წავიდეთ აწიო თქვა.წამოვედით და ჩამოვედით ეს გაჭუჭყიანებული და გატალახიანებული ხალხი თბილისში,რაღაც პოეზიის საღამოზე ეჩქარებოდა ნუკრას და ვერც ჩამოვუსწარით იმას. ეხ რა ცხვარი დავკარგეთო გავიქნიეთ მე და მინდიამ თავები,ერთხელაც შევხედეთ ნუკრას მწყრალად და წამოვჩანჩალდით სახლებში.ახლა კი ვფიქობთ პანკისში წასვლას და ვნახოთ როგორ იქნება. ასეთი იყო ჩვენი მოგზაურობა კახეთიდან თბილისამდე. ღმერთი გწყალობდეთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ხოდა თუ ჩემი პირადია მინდა საიტზე დავდებ და მინდა კარადის თავზე...პირად დღიურის მასალა არა საშინაო დავალება...
:) მაინც მადლობა ხოდა თუ ჩემი პირადია მინდა საიტზე დავდებ და მინდა კარადის თავზე...პირად დღიურის მასალა არა საშინაო დავალება...
:) მაინც მადლობა
9. რა ვთქვი გაუგებარი?! ესაა პირადი დღიურის მასალა და არა ლიტერატურულ საიტზე გამოსაქვეყნებელი ნაწერი. რა ვთქვი გაუგებარი?! ესაა პირადი დღიურის მასალა და არა ლიტერატურულ საიტზე გამოსაქვეყნებელი ნაწერი.
8. რა ვთქვი გაუგებარი?! ესაა პირადი დღიურის მასალა და ლიტერატურულ საიტზე გამოსაქვეყნებელი ნაწერი. რა ვთქვი გაუგებარი?! ესაა პირადი დღიურის მასალა და ლიტერატურულ საიტზე გამოსაქვეყნებელი ნაწერი.
7. დავით ბაზარი არაა, ვერა და ვერ მოვაბი თავი გამოსვლას...
აუ ნემეზიდა რა დაწერე ვერ გავიგე მართლა...კეთილი სურვილებისთვის მადლობა დავით ბაზარი არაა, ვერა და ვერ მოვაბი თავი გამოსვლას...
აუ ნემეზიდა რა დაწერე ვერ გავიგე მართლა...კეთილი სურვილებისთვის მადლობა
6. მახსოვდა ეს"ვოიაჟი" კიდევ სიამოვნებით ჩავიკითხე. Gფარავდეთ უფალი. უყვარხართ მედეას. Mიხარია ძველი ურაკელის ნაწერი რომ მხვდება... მახსოვდა ეს"ვოიაჟი" კიდევ სიამოვნებით ჩავიკითხე. Gფარავდეთ უფალი. უყვარხართ მედეას. Mიხარია ძველი ურაკელის ნაწერი რომ მხვდება...
5. ეს მე აღვიქვი,როგორც პირადი დღიურის ფრაგმენტი...პირად დღიურებს კი მხოლოდ საკუთარი თავისთვის წერენ....მერე,100 წლის შემდეგ,თუ დაგაფასა შთამომავლობამ,შეიძლება მოვიდეს ვინმე მათე ან მარკოზი(ნიკო ლორთქიფანიძეს დავესესხები),დაწვრილებით შეისწავლოს მწერლის,პოეტის,დიდი მოღვაწის ცხოვრება და დღიურის ფრაგმენტებიც გამოაქვეყნოს...მანამდე ჯერ დიდი შემოქმედებითი გზაა და წარმატებებს გისურვებ,ავტორო! :) ეს მე აღვიქვი,როგორც პირადი დღიურის ფრაგმენტი...პირად დღიურებს კი მხოლოდ საკუთარი თავისთვის წერენ....მერე,100 წლის შემდეგ,თუ დაგაფასა შთამომავლობამ,შეიძლება მოვიდეს ვინმე მათე ან მარკოზი(ნიკო ლორთქიფანიძეს დავესესხები),დაწვრილებით შეისწავლოს მწერლის,პოეტის,დიდი მოღვაწის ცხოვრება და დღიურის ფრაგმენტებიც გამოაქვეყნოს...მანამდე ჯერ დიდი შემოქმედებითი გზაა და წარმატებებს გისურვებ,ავტორო! :)
4. პროზას ვერ დავარქმევ მე ამას.ბოლომდე მხოლოდ იმიტომ ცავიკიტხე რომ პერსონაჟებმა დამაინტერესა. არც თხრობის სტილი მომეწონა.მხოლოდ ჩემი აზრია. პროზას ვერ დავარქმევ მე ამას.ბოლომდე მხოლოდ იმიტომ ცავიკიტხე რომ პერსონაჟებმა დამაინტერესა. არც თხრობის სტილი მომეწონა.მხოლოდ ჩემი აზრია.
3. მომეწონა, ალალი და კარგი თხრობა,
გულიან ადამიანს შეუძლია ასე თბილად დაწეროს მიძღვნა! მომეწონა, ალალი და კარგი თხრობა,
გულიან ადამიანს შეუძლია ასე თბილად დაწეროს მიძღვნა!
2. :)))))))) ეს ძმაო იუმორისტული უფროა. :))) მოგიკითხე და გახსენებაზე ის გიტარა ერთ ვედრო მწვადში უნდა გვაცვალო და იცოდე ;) :)))))))) ეს ძმაო იუმორისტული უფროა. :))) მოგიკითხე და გახსენებაზე ის გიტარა ერთ ვედრო მწვადში უნდა გვაცვალო და იცოდე ;)
1. ისეთი პერსონები იყო მიძღვნაში ჩამოთვლილი, რომ არ წამეკითხა, არ შემეძლო :)
მინდია გოგოჭურის სტუმართმასპინძლობაზე ვერ დავრჩი მთლად კაი წარმოდგენის :)
ისეთი პერსონები იყო მიძღვნაში ჩამოთვლილი, რომ არ წამეკითხა, არ შემეძლო :)
მინდია გოგოჭურის სტუმართმასპინძლობაზე ვერ დავრჩი მთლად კაი წარმოდგენის :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|