ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დორიანგრეი
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2014


შემოტენილი რითმა

შეეტყო ლექსებს, სიძველით ცვეთა,
დრომ გადაჯეგა, სიბრძნის ბაღნარი,
ცრემლის ნაჟური,ლექსს დაეწვეთა,
და მეც საგულის, სევდა დავღვარე.
თხემი მოვტეხო,მინდა ახლო კლდეს,
წვიმებს მაბკურებს, ბრმა ამინდები,
ციცაბო კლდე,რომ ახლა დამოკლდეს,
გულქვა ჯიხვები, არ დამინდობენ.
დასცვიდა ლექსებს,ჯართი რკინები,
ბაიბურს ვამჩნევ, ყრუდ გავირინდე,
რატომღაც მცხელა,ვგრძნობ ვიყინები,
ბრბოთა ღრიანცელს, დღეს გავერიდე.
გახადეს, ძირძველ ლექსებს ოლარი,
ფუჭმა სიბრძნემაც, მოირგო ნდობა,
ლექსი ცახცახებს,ლექსი მთრთოლვარებს,
მოჩანს ყალიბში, სტროფთა გადნობა.
მეჩხერ სტრიქონებს, არ რწყავს მორალი,
გახდნენ აზრის და სიბრძნის მოცილე,
დაინგრა ციხე, სწუხს ნაყორალი,
არც მთვარეს შვენის,მზესთან ქორწილი.

2013წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები