ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2014


მარტს

ბავშვივითა ხარ, სულელო მარტო,
ხან ატირდები, ხან გადაიღებ.
საკმარისია მზემ არ გაგართოს,
აზუზუნდები და ტვინს წაიღებ.

არადა ვითომ დიდი ხარ, ქალობ,
დედის ტანსაცმელს იცვლი და იცვლი.
მერე კი ეძებ სად დაიმალო,
როდესაც დღეებს აპრილი გითვლის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები