ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სტიქია
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2014


პოეზია გაქცეულა პოეტთაგან

მე მჭკნარ ბალახს,ცვრის წვეთებად ვენამები,
სულს მიღადრავს, ლექსის ექო,ვეძებ თრიაქს,
პირში მიქუხს,ბასრბრძნული ხმით ენა მეფის,
პოეზიამ ყრუ მიწიდან წამათრია...

ქარმა მკვირცხლად,ცას ღრუბლები გადადენა,
სულში ბრდღვინავს,მძვინვარი ხმით კარაოკე,
მძაფრ განცდებმა თოფი მძლავრად გადატენა,
პოეზია, ვერასოდეს დამაოკებს...

მწუხრი მსერავს,როგორც ლეგა ბაწარს ხმალი,
ჩემს ფაიტონს, მზეც მიაფრენს, გარდა ცხენის,
ცხოვრება მღლის, ნამეწყრო და ნაწარღვნალი,
პოეზია,მე სახსარში გადავხსენი...

ბრბოს წინ ტვინი, სიბრძნით უნდა ვაყაჩაღო,
ღამეს ფატრავს,ბნელ ლანდებთან შეუღლება,
მეხის ლახვარს, მინდა მძლავრად დავაჯახო,
პოეზიას ვეზიარე შეუხებლად...

წუხელ მითხრეს, დაუფიქრდი შენ ვის უტევ,
მგოსანთ ჯარი,მწყრალ სიტყვებით მომეტაკა,
ტყავგახდილმა,გულანჩხლთა ხმა შევისრუტე,
პოეზია, გაქცეულა პოეტთაგან...

2013წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს