ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოხუცი ასტრონომი
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2014


შემასმენელი

ლივლივებს, ფარფატებს, ანთია, ქარქატებს,
კრთება,
წვიმს, ცრის, ფრენს, ქრის,
დნება,
ვაჭრობს, დარდობს, იგებს, აგებს,
ხვდება,
ხარობს, წვალობს, თამაშობს, ვარჯიშობს,
ცვდება,
საუბრობს, მღერის, ჭამს, სვამს,
თვრება,
ცეკვავს, ხატავს, აშენებს, ანგრევს,
წვდება,
იზრდება, ირწევა, იფურჩქნება, ყვავილობს,
ხმება,
უმძიმს, უფრთხის, ულხინს, იბადება,
კვდება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები