| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 8 მარტი, 2014 |
ლექსის დაბადება მთვარეს ვარსკვლავი მოახლედ ახლავს, მე კი ვზივარ და თავს ვუყრი ფიქრებს, შეუმშრალ სტრიქონს შეეტყო დაღლა, შეშლილი მუზა სამოსელს იგლეჯს. შმაგი გონება ქარიშხლებს აშლის, ფეხმძიმე რითმებს შეუშვებს არტახს, ახალშობილის სურნელი ასდის, ,,აკვანში” თეთრად დაფენილ ქაღალდს. იასამანი, პოეტის ძიძა, ყვავილთ სურნელში გაახვევს სტროფებს, მოვერცსლისფერო ღიმილი სხივთა, აუკინძიათ მძივებად ფოთლებს ... ჩანაცრდა სული და იშვა ლექსი, მინავლდა ღამე, ჩამოდნა მთვარეც, ყაყაჩოსფერად აევსოთ მკერდი, ჰორიზონტს მიღმა ,,აისის ვარდებს”... მზე იჭვრიტება სარკმელში ახლა, და ,,იავნანას” ღიღინებს სიო, სულმა დაიწყო მორიგი ,,მარხვა,” რომ სიმარტოვეს მუზებით სძლიოს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. დაბადება იყო თუ არმაგედონი. რა ამბავია, კაცო, ა? დაბადება იყო თუ არმაგედონი. რა ამბავია, კაცო, ა?
10. "სულმა დაიწყო მორიგი ,,მარხვა,” რომ სიმარტოვეს მუზებით სძლიოს." მომწონს <3 "სულმა დაიწყო მორიგი ,,მარხვა,” რომ სიმარტოვეს მუზებით სძლიოს." მომწონს <3
9. ფეხმძიმე რითმებს შეუშვებს არტახს,++ ფეხმძიმე რითმებს შეუშვებს არტახს,++
8. "იასამანი, პოეტის ძიძა,"
"სულმა დაიწყო მორიგი ,,მარხვა,” რომ სიმარტოვეს მუზებით სძლიოს."
+2 "იასამანი, პოეტის ძიძა,"
"სულმა დაიწყო მორიგი ,,მარხვა,” რომ სიმარტოვეს მუზებით სძლიოს."
+2
4. ბოდიშით, შევასწორე. ორჯერ გადავიკითხე და მაინც გამეპარა შეცდომა. ბოდიშით, შევასწორე. ორჯერ გადავიკითხე და მაინც გამეპარა შეცდომა.
3. მომეწონა+ ასოები ჩაასწორე... მომეწონა+ ასოები ჩაასწორე...
2. გმადლობთ ნემეზიდა, წარმატებებს გისურვებთ! გმადლობთ ნემეზიდა, წარმატებებს გისურვებთ!
1. კარგია...მომეწონა + +
,,..სულში სათქმელი გროვდება როცა, მდინარესავეთ ჯებირებს ანგრევს და ლექსი,როგორც მხურვალე ლოცვა, თრთოლივით დასცდება დასიცხულ ბაგეს”.... ღმერთმა ნუ მოგიშალოთ ის სიხარული,-,,ლექსის დაბადება” რომ ჰქვია! კარგია...მომეწონა + +
,,..სულში სათქმელი გროვდება როცა, მდინარესავეთ ჯებირებს ანგრევს და ლექსი,როგორც მხურვალე ლოცვა, თრთოლივით დასცდება დასიცხულ ბაგეს”.... ღმერთმა ნუ მოგიშალოთ ის სიხარული,-,,ლექსის დაბადება” რომ ჰქვია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|