 | ავტორი: სტიქია ჟანრი: პოეზია 12 მარტი, 2014 |
მე არ ვიტყვი, აწმყოს სათქმელს გაისიდან, მძაფრი განცდით ვხვდები,უშნო ალიონებს, ფრთამალი დრო ასაკში ღრმად გამისვრიდა არც ვეჭვობდი,აწიც ურცხვად დამიმონებს.
დროს მოჰყავს და მიჰყავს შვების გაზაფხული, სულს იმეტებს,მჭლე ხორცისგან გასაგდებად, ცხელი ფიქრით, გონება მაქვს დაალხული მაინც ვიბრძვი,მხნედ,ქარვასლის ასაგებად.
დროს მივყვები,ქართა ქროლვის მონაწილე, მომაწვიმე,ღმერთო ცრმელიც თუ არ კვდება, მქისე ტონით,ხმა ღმერთებმა მომაწვდინეს, პოეტი ხარ! შენ დრო, როგორ მოგაკლდება?!
ყრუ კაცთაგან, არ გესურვოს დიადემა, კალამი გაქვს კვერთხად,ცა კი სანავარდოდ, შენს სტრიქონში დიდი სიბრძნე ილანდება, ღრმა აზრების სივრცე,ბრიყვებს არ გაანდო.
მე არ გირჩევ,არჯალ მტრებთან შერკინებას, მათ შეუნდე,ცრუ აზრები ლექსმა კიცხოს, ის ცრემლს დაღვრის გული ღრმადაც ეტკინება, შენ განკურნავ,იქნებ მტრადაც დაგივიწყოს.
ცა ბრწყინდება,ცით მოფორთხავს განთიადი, სისხამ დილით უნდა ადგეს, გაიჭირვოს, მებადური ნავს მიათრევს, ათი ბადით, ღრმა ზღვაში რომ ოქროს თევზი დაიჭიროს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ღმერთმა გაგახაროს გიგლა:) ღმერთმა გაგახაროს გიგლა:)
14. eg kvertxi ar mogishalos gmertma sicocxlis bolomde +2 eg kvertxi ar mogishalos gmertma sicocxlis bolomde +2
13. გაიხარეთ მეგობრებო:) გაიხარეთ მეგობრებო:)
12. კარგია ძალიან, საინტერესო შედარებები გაქ სტიქია . +++ კარგია ძალიან, საინტერესო შედარებები გაქ სტიქია . +++
11. უპირობოდ, უკომენტაროდ... +2 (ანუ +++++) უპირობოდ, უკომენტაროდ... +2 (ანუ +++++)
10. საინტერესოა. ++ საინტერესოა. ++
9. მებადური ნავს მიათრევს ათი ბადით, ღრმა ზღვაში რომ ოქროს თევზი დაიჭიროს.
ლამაზია.წარმატება. მებადური ნავს მიათრევს ათი ბადით, ღრმა ზღვაში რომ ოქროს თევზი დაიჭიროს.
ლამაზია.წარმატება.
8. ავტორი: სტიქია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
12 მარტი, 2014
თუმცა კიცხოს და დაგივიწყოს ერთიდაიგივე ლითხვა დაესმის რა ქნას? ანუ სუსტია ავტორი: სტიქია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
12 მარტი, 2014
თუმცა კიცხოს და დაგივიწყოს ერთიდაიგივე ლითხვა დაესმის რა ქნას? ანუ სუსტია
7. ჯაფარ რა ვერ გაიგე"დაალხული"არის მზენაკრავი რაც შეეხება შენს რჩევას ცუდად აღიქვი ეგ რითმა კიცხოს-დაიგივიწყოს ესაა მანდ გარითმული და მშვენიერი რითმაა ასე ვფიქრობ.:D ჯაფარ რა ვერ გაიგე"დაალხული"არის მზენაკრავი რაც შეეხება შენს რჩევას ცუდად აღიქვი ეგ რითმა კიცხოს-დაიგივიწყოს ესაა მანდ გარითმული და მშვენიერი რითმაა ასე ვფიქრობ.:D
6. დაალხული--ვერ ჩავწვდი, მგონი კორექტურაა,
ლექსმა კიცხოს-დაგივიწყოს მოაძლიერე და ძალიან კარგი ლექსი გექნება ხელთ. ასე გააგრძელე. და უფრო გაამსუბუქე ენა, +2 დაალხული--ვერ ჩავწვდი, მგონი კორექტურაა,
ლექსმა კიცხოს-დაგივიწყოს მოაძლიერე და ძალიან კარგი ლექსი გექნება ხელთ. ასე გააგრძელე. და უფრო გაამსუბუქე ენა, +2
5. ცა ბრწყინდება,ცით მოფორთხავს განთიადი, სისხამ დილით უნდა ადგეს, გაიჭირვოს, მებადური ნავს მიათრევს, ათი ბადით, ღრმა ზღვაში რომ ოქროს თევზი დაიჭიროს.++ კარგია! ცა ბრწყინდება,ცით მოფორთხავს განთიადი, სისხამ დილით უნდა ადგეს, გაიჭირვოს, მებადური ნავს მიათრევს, ათი ბადით, ღრმა ზღვაში რომ ოქროს თევზი დაიჭიროს.++ კარგია!
4. ცა ბრწყინდება,ცით მოფორთხავს განთიადი, სისხამ დილით უნდა ადგეს, გაიჭირვოს, მებადური ნავს მიათრევს, ათი ბადით, ღრმა ზღვაში რომ ოქროს თევზი დაიჭიროს.+ წარმატრბები... ცა ბრწყინდება,ცით მოფორთხავს განთიადი, სისხამ დილით უნდა ადგეს, გაიჭირვოს, მებადური ნავს მიათრევს, ათი ბადით, ღრმა ზღვაში რომ ოქროს თევზი დაიჭიროს.+ წარმატრბები...
3. საცოდავი განთიადიც ფორთხვით მოდის, სტიქიასთან უჭირს ფეხზე წამოდგომა.
:( საცოდავი განთიადიც ფორთხვით მოდის, სტიქიასთან უჭირს ფეხზე წამოდგომა.
:(
2. ყრუ კაცთაგან, არ გესურვოს დიადემა, კალამი გაქვს კვერთხად,ცა კი სანავარდოდ.. ყრუ კაცთაგან, არ გესურვოს დიადემა, კალამი გაქვს კვერთხად,ცა კი სანავარდოდ..
1. მოკრძალებით შეგაფასებთ, რადგან პირველი ვარ. კარგი შედარებებია. 5 მოკრძალებით შეგაფასებთ, რადგან პირველი ვარ. კარგი შედარებებია. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|