ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დორიანგრეი
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2014


ღამის ავტორი

ცაზე ჩემსავით მარტოსული გაბრწყინდა მთვარე,
ზეცის წყვდიადში შუქმომფენი ღამის ავტორი,
თვალები გეწვის,მგლოვიარე ცრემლით დატბორილს
სონეტის წერა შენზე ფიქრში ვერ დავამთავრე.

ბნელის ნათება შენ ასწავლე ადამიანებს,
ვერცხლი ხარ, მაგრამ ოქროს შუქი შემოანათე,
დღეს შავ ყულაბას შენი ბრწყინვა შემოამატე,
აზრთა უკუნი სულ ოდნავ თუ გადარდიანებს.

ცაზე, შენ ირგვლივ მოგსევია საფირონები,
და ბრჭყვიალებენ ჭრაქებივით, ზეცის ლამპართან,
მე სულს ჩაგიდგამ ზეციურო გაპიროვნებით.

რადგან,შენ ხოტბამ კუზიანი წელში გაგმართა
ერთი ლექსი ხარ, მაგრამ მალე გამიორდები,
თუ, პოეზიამ მეც პოეტის სენი დამმართა.

2013წ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები