მე ისე ვარ როგორც უსამრეკლო ეკლესია, გონებიდან ეს ლექსია,უჩვეულოდ გამოღვრილი, არ გუგუნებს ჩემშიც ზარი ეშმაკების დასაფრთხობლად, მას რაც ჰქონდა,სულ გაიღო დარჩა მხოლოდ მწუხარება. არც სევდაა უკარება,მან აავსო ეს ქაღალდი. მე ფიქრი მაქვს ზნემაღალი,გონება კი უწყინარი, ჩემი ქნარიც უკრავს,ირგვლივ ორკესტრია, კოკრებს ყრიან ყვავილები და იზრდება ნეკერჩხალი, ცისარტყელის ბასრი ბრჭყალი აუშნოებს ფერთა გამას, ილუზია ვერ დაკავდა,რადგან ხარობს,ელხინება, ცას თვალები ეხილება, ღამე იყო ბრილიანტის, და ვარსკვლავი მილიარდი გაქრა,ცა მზეს უკავია, თუ სახელი უკვდავია,შედეგი აქვს სკანდალური, კაცის ქცება ვანდალური, საბოლოო აპორია, დრო ჭრის ასაკს ტაპორია, ამ ცხოვრების პოსტულატი. მე შენკენ რომ მოვცურავდი,თან ვსწავლობდი ცურვას ღმერთო, არ მინდობდნენ ვამპირები, როცა წერას ვაპირებდი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ვამპირები კი არა......მეორედ არ დაგინახო რამე დაწერო......... ვამპირები კი არა......მეორედ არ დაგინახო რამე დაწერო.........
3. წარმატებები+ წარმატებები+
2. წარმატებები დორიანს,თავისებურად კარგია + + წარმატებები დორიანს,თავისებურად კარგია + +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|