ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნი
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2014


* * *

ეჰ! არადა არ მშორდება ეს წყეული ღამე,
მარტო ვარ და მარტოობით როგორ დავიღალე.

მარტოსული დამჩაგრე და ბოლო იმედს მიქრობ,
საითაა გზა ხსნისაკენ- უნდა მოვიფიქრო.

ძალები რომ გათანაბრდეს ფანტაზიას ვუხმე,
ასი გრამი სუფთა ჭაჭა კიდეც "გადავხუხე".

ლაბირინთად დახლართულო გონებაში აზრო,
თავის, ბოლოს მისაკვლევად კალმით დავირაზმო.

გათენება მიზანია და ეს კარგად იცი,
მეც მელექსის შავი ჩოხა მიტომ გადავიცვი.

როგორც უწინ გალაქტიონს, იისფერად მათოვს,
მოვიქცევი პოეტივით,- იქნებ გამიმართლოს.

მაგრამ ღამე უფსკრულისკენ მიმაქანებს ტივით,
არა არ მსურს აღსასრული თუნდაც მოცარტივით.

და თუ ბოლოს დავნებდები არ იკითხო რატომ,
გამიჭირდა სიკვდილიც კი ვერ შევძელი მარტომ.

17.03.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები