ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოკვდავი პოეტი
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2014


  ჩამოტვირთვა

მე დავრჩი ჩვენი ბავშვობის პაწაწინა ხეზე

მე დავრჩი ჩვენი ბავშვობის პაწაწინა ხეზე, რომლის ფესვებიც ჩვენშივე გაჩენილი ამოუცნობი გრძნობის წიაღში იმალება.


* * *


ეს იყო მაშინ და ეს იყო ერთხელ და მარად,
როცა მე და შენ არ ვიცოდით ჩვენში სხვაობა ,
შენ გერქვა ბავშვი და მეც ბავშვი და თავისთავად,
ყველა ყმაწვილად ითვლებოდა , მთელი თაობა

შენ გქონდა სახლი , ჩემი სახლის გვერდით და თანაც
გიყვარდა გარეთ სეირნობა , სხივებით ტკბობა,
ვეძახდით მერე ერთმანეთს და ვიწყებდით თამაშს,
თამაშს რომელსაც მე პირველად დავარქვი გრძნობა

მე დავიხუჭე , შენ გარბიხარ და მაინც ჩანხარ,
ჩანხარ იმიტომ რომ ყოველთვის იყავი ჩემში
გადის თვეები შენს გარდაცვლილ ბეღურას ვმარხავთ
მწყინს, როცა ასე ნაღვლიანი გიხილე ცრემლში

მეორე წელი, სულ პირველად მოვიდა თოვლი,
ზოგადად არა! ჩვენთვის იყო პირველი თოვა,
ჩემს ეზოს ჩავცდი, დაგიძახე და გულით გთხოვდი:
წამოდი ჩემთან , შენ ცხადია მითხარი: მოვალ

წამავლე ხელი, და ის მართლაც არ ჰგავდა სხვისას,
სითბოს მიღვრიდა მთელს სხეულში და კიდევ მთხოვდა:
წავიდეთ სადაც მიგვიღებენ ან შევძლებთ მისვლას ,
გიცემდა გული, მეც მიცემდა, და ისევ თოვდა...

დრო მაშინ სწრაფად გადიოდა, წახვედი სადღაც ,
გავიდა წლები, და იმ ბავშვებს სულ აღარ ვგავართ ,
ცრემლები მომდის თავს ვადგავარ ბეღურას საფლავს,
ეს იყო მაშინ და ეს იყო ერთხელ და მარად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები