ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კონსტანტინე-17
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2014


***


მთვარე მთვარეული ცაზე ხეტიალობს,
ქარმა დაიხურა შავი თავსაფარი,
სადღაც ბნელი ქუჩის ვიწრო მოსახვევში,
ხალხმა ლინჩის წესით მოკლა სამართალი.

ლეშის სუნი ადის ჰაერს უჟანგბადოს,
ხალხი შეეყარა სენად დედამიწას,
სუნთქვაშეკრულია ახლა ეს სამყარო,
სივრცეს ქრონიკული გასდევს ლეთარგია.

ვიღაც ერთის მოკვლით ათასს აფრთხილებს და
ვიღაც სამარეში დედის ცრემლებს ითვლის,
სადღაც არშობილი პირმშო დაობლდა და
სადღაც ბავშვი იშვა მკვლელი გენეტიკით.

პურს თუ მოიპარავ ქურდად შეგრისხავენ,
ოქროს ზოდის ქურდს კი მეფედ გაკურთხებენ,
ფული წარმოადგენს ნიღბის ეკვივალენტს,
უნიღბოები კი მეფის სტატუეტებს...


სცენა დედამიწა, ქარი მელოდიად,
ჟანრი დრამატული ტრაგიკომედია,
ყველა იღბლიანი ახლა ნერონია,
ყველა უიღბლო კი გლადიატორია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები