არ გრცხვენია, ვის ლექსებზე გამცვალე?!. სად იპოვე მის ნაწერში, გაფიცებ, პოეზიის თუნდაც ერთი მარცვალი?! - მითხარი და გვერდზე მერე გავიწევ. მე, მინდორში ქარის მდევრად გამიშვი, უდაბნოში მაძებნინებ მდინარეს, მას კი, ლექსის რომ არაა საიმში, ყურადღებას რატომ უთმობ?! - ვინ არის ამისთანა, ან თქვი, რითი მოგხიბლა? იქნებ ფულით ანდა თანამდებობით?! იქნებ ტკბილი ლაპარაკით: ბლა, ბლა, ბლა... თუ, მე, შენში თავიდანვე ვცდებოდი?!. არა, არა, ამას ვერ დავიჯერებ, გამორიცხულია გული ცდებოდეს! შენ, უბრალოდ თავს ქალურად იშტერებ და მაცდურად ელოდები ჩემს ოდებს... კარგი! ოღონდ ეგ უნიჭო გაუშვი და მინდვრის ქარს სახლში, მხევლად დაგისვამ, ყოველ დილით, საცურაო აუზში იმ უდაბნოს მდინარის წყალს ჩაგისხამ. ყოველ ღამით, შენზე დავწერ ისეთ ლექსს, რომ სამყარო შავი შურით სკდებოდეს, სასოწარკვეთილი მზე ბარგს იკრეფდეს და სხვა გალაქტიკებს ურიგდებოდეს. არ გამცვალო მაგის ლექსზე, იცოდე, ყველაფერს, რაც წაგიკითხავს - გაფიცებ! თორემ, სულ რომ სიყვარულით ვიწვოდე, წვეთ მელანსაც აღარასდროს დაგიქცევ!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მგონი არა უშავს + მგონი არა უშავს +
6. ესეც კარგია,ისე კი ბევრად უკეთესი ლექსები წამიკითხავს მე ამ გვერდზე :) ++ ესეც კარგია,ისე კი ბევრად უკეთესი ლექსები წამიკითხავს მე ამ გვერდზე :) ++
5. +++ კარგია. +++ კარგია.
4. ++ კაია ირაკლი. ++ კაია ირაკლი.
3. პირველმა სტროფმა იმდენად დამთრგუნა რომ კითხვის გაგრძელება ვეღარ შევძელი:( პირველმა სტროფმა იმდენად დამთრგუნა რომ კითხვის გაგრძელება ვეღარ შევძელი:(
1. ზოგადად მომწონს თქვენი ლექსები. ამ ლესში, ჩემი აზრით, არის ერთი-ორი ხარვეზი თუმცა მთლინობაში ++ ზოგადად მომწონს თქვენი ლექსები. ამ ლესში, ჩემი აზრით, არის ერთი-ორი ხარვეზი თუმცა მთლინობაში ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|