 | ავტორი: წყალი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 25 მარტი, 2014 |
სოფელ ღიპიანში ცხოვრობდა ერთი ბრძენი ,სახელად პრიჩომა. ვისაც გაუჭირდებოდა პრობლემის გადაჭრა ყველა მასთან მირბოდა. მის შესაძლებლობებს საზღვარი არ ჰქონდა. სოფლად გახსნა პიცერია და სატანცაო კლუბი ,. ყანიდან დაბრუნებული ხალხი ხშირად მიდიოდა ხსენებულში და დროს ატარებდა. მაგრამ ერთ დღეს პრიჩომას შეშჩივლეს ქალებმა და კაცებმა არ გვყოფნის დრო რომ მიწაც ვამუშაოთ, შვილები აღვზარდოთ და გავერთოთო. ბრძენმა პრიჩომამ პოეტურად ჩამოეყრდნო საფეთქელით ხელს და ზეცას აჰხედა . ერთი თვე ამზადებდა ელექსირს, რომელიც ორ თავს (უკეთეს შემთხვევაში სამ თავს) და დამატებით ორ ხელს თუ ფეხს გამოაბამდა კაცს. პირველად საკუთარ მოსამსახურეზე ჩაატარა ცდა შემდეგ ხალხს აჩვენა ეს სასწაული და დადებითობა. ყველა სიხარულით მეცხრე ცაზე ავიდა ერთი კაცის გარდა, რომელიც დაჟინებით თხოვდა ხალხს არ დაელიათ ელექ.სირი , თუმცა უშედეგო იყო. გავიდა ერთი კვირა და იმდენად სწრაფი და შედეგიანი იყო მათი შრომა,რომ რჩებოდათ დრო ეკეთებინათ სხვა საქმე და რადგან სხვა საზრუნავი არ იყო დაიწყეს ერთმანეთის საქმეების მოგვარება. მალე ქაოსმა მოიცვა სოფელი ვერ გაიგეს ადამიანებმა რა იყო მათი და რა სხვისი. აფათურებდნენ ხელებს და ყოფდნენ ცხვირს ყველგან ,. პრიჩომა ბევრი იფიქრა და გადაწყვიტა კონკურსი დაეწესებია სახელით : " საუკეთესო ტვინი" . გამარჯვებულს შერჩებოდა ყველა თავი და ხელ- ფეხი, ხოლო დამარცხებულებს მონაცემების მიხედვით მოაჭრიდნენ თითო ან ორ დამატებით ნაწილებს. ყველაზე დაბალ შესაძლებლობების მქონეს ანადგურებდნენ. კონკურსის დასრულების და ბრძენის განაჩენის აღსრულების შემდეგ სოფელში მხოლოდ 15 სრულფასოვანი ანუ დამატებითი ნაწილებით , 8 ჩვეულებრივი და 2 ფეხებ მოჭრილი დარჩა. საქმე ბევრი იყო ,ხალხი ცოტა. პიცერია დაიხურა, სატანცაო კლუბიც და დარჩენილმა 15 კაცმა ,რომელთაც სამი თავი ჰქონდათ და ა.შ. პრიჩომას გამოუტანეს განაჩენი ,სახელდობრ იგი მთლიანად დაანაწევრეს. ასეთი ამბავი მოხდა სოფელ ღიპიანში, რომელიც არ არსებობს ან იქნებ არსებობს, ვინ იცის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. საინტერესოა. საინტერესოა.
3. Hო კაი რა იყო დ ანუ მისი დადებითი მხარე და შევამოკლე დპ Hო კაი რა იყო დ ანუ მისი დადებითი მხარე და შევამოკლე დპ
2. მართლაც სასწაულია და დადებითობა =)
მართლაც სასწაულია და დადებითობა =)
1. დამგრუზა :( დამგრუზა :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|