თვალებში ცხოვრება შემომრჩა წაშლილი, დემონად ვიქეცი,დემონთან ბრძოლაში , შემეძლოს ,სასთუმალს ზეცაში გავშლიდი, უაზროს რას ხედავთ ღრუბლებზე წოლაში
მინდა და ვაი რომ აღარ მაქვს ძალღონე, მიწაზე დავხოხავ, ტკივილს რომ შევეხო, შემეძლოს ნეტავი თქვენსავით ვლაღობდე, თვენსავით სულ მცირე ღიმილი შემეძლოს
დახეულ ოცნებებს მუჭებში ვინახავ , რატომ ვარ ასეთი, არავინ არ იცის, შენ ისევ კითხულობ „ რა გინდა ვინა ხარ?“ მე ისევ ჩუმად ვარ, (პასუხი არ ისმის)
ვკვდებოდე ყოველ ღამ, ეს ჩემი ვალია , მე ჩემში სურვილი დავმარხე სიცოცხლის, არვიცი, ეს ალბათ წარსულის ბრალია, არვიცი ახლა და არც მაშინ ვიცოდი
ქვეყანას არავინ შემორჩა საჩემო , ან თვითონ მე აღარ შემომრჩა ქვეყანა , ის როგორ გადმოგცე ? ან როგორ გაჩვენო, რამდენი მიწა და ქვა გადამეყარა
რამდენჯერ გამცხრილეს ,კაპიკზე გამცვალეს, ან სუსტად ჩამთვალეს, ან თუნდაც სულელად, რამდენჯერ დამპირდნენ და მერე დამცალეს რამდენჯერ გვაქციეს მე და ჩვენ სულებად
ჩვენ - ანუ აჩრდილთა სამყაროს ნაწილი დღისით რომ არასდროს გავდივართ ქუჩაში , და... შველის იმედათ ხელი გვაქვს გაწვდილი, და...ისევ ოცნებებს ვინახავთ მუჭაში
ოცნებებს დახეულს - უფერო მიხაკებს, გასულ წელს ვაზაში წყალი რომ დაუშრათ , არ მინდა ფერმკრთალი გრძნობებით მიყვარდეს, არ მინდა აქ ყოფნა და იქნებ გამიშვათ
ან წავალ, ისევე სხვები რომ წავიდნენ, მოსულნი უმიზნოდ, უსახოდ, უაზროდ, არ მინდა შეგცვალოთ, არ მინდა გწამლიდეთ, არ მინდა ოდესმე სხვას ჩემზე უამბოთ .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მომწონს მე ეს პოეტი აქამდე როგორ ვერ შევნიშნე :))
,,ქვეყანას არავინ შემორჩა საჩემო , ან თვითონ მე აღარ შემომრჩა ქვეყანა"... :(
5+ მომწონს მე ეს პოეტი აქამდე როგორ ვერ შევნიშნე :))
,,ქვეყანას არავინ შემორჩა საჩემო , ან თვითონ მე აღარ შემომრჩა ქვეყანა"... :(
5+
2. დავეთნხმები ჰა-რა-ლეს. ვფიქრობ, ახალბედა ავტორია. დანარჩენს პირადად გეტყვით.
წინა ნაწერი მომეწონა მახსოვს.
დახვეწას და წინსვლას გისურვებ. ჩემი აზრით, საინტერესო ავტორი დადგება თქვენგან.
წარმატებები. დავეთნხმები ჰა-რა-ლეს. ვფიქრობ, ახალბედა ავტორია. დანარჩენს პირადად გეტყვით.
წინა ნაწერი მომეწონა მახსოვს.
დახვეწას და წინსვლას გისურვებ. ჩემი აზრით, საინტერესო ავტორი დადგება თქვენგან.
წარმატებები.
1. ლექსი შეიძლება ითქვას არ არის ცუდი. ყოველშემთხვევაში, რაც შედარებით სუსტი აქვს ნაწარმოებს, იმას ადვილად მოევლება. ოღონდ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ბევრი სიტვაა დაიხარჯა, სათქმელი კი ცოტა ითქვა. წარმატებებს გისურვებთ. ლექსი შეიძლება ითქვას არ არის ცუდი. ყოველშემთხვევაში, რაც შედარებით სუსტი აქვს ნაწარმოებს, იმას ადვილად მოევლება. ოღონდ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ბევრი სიტვაა დაიხარჯა, სათქმელი კი ცოტა ითქვა. წარმატებებს გისურვებთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|