ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კონსტანტინე-17
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2014


სახლი

სადღაც, სამოთხიდან სულ მცირედის მოშორებით,
ჩვენ ავაშენებთ სახლს, კარების გარეშე,
რომელსაც ექნება ერთი ოთახი,
და ერთადერთი სარკმელი ჭერში,
კედელზე დავკიდებთ კალენდარს,
წელთაღრიცხვა დაიწყება სახლის აშენების დღიდან.
საათის ფუნქციას - შენი გულისცემა,
ნათურის ფუნქციას - მთვარე,
მაგიდის ფუნქციას კი ჩვენი ხელის გულები შეასრულებენ.
საუზმედ -
ჩვენი ზედმეტად კალორიული სიყვარული,
სადილად -
ჩვენი ზედმეტად კალორიული სიყვარული,
ვახშმად -
ჩვენი ზედმეტად კალორიული სიყვარული.
ჩვენ ავიშენებთ სახლს, ოცნების სახლს,
სადაც ციდან მოწყვეტილი წვიმის წვეთი,
წვიმის წვეთიც კი აგვისრულებს ნატვრას,
წვიმის წვეთი გვაჩუქებს მწვანეთვალება გოგონას,
რომელსაც სახელად აღარ დავარქმევ ნატას...
ერთად ვიცვოვრებთ მე, შენ, და მწვანეთვალება გოგონა,
სახლში, რომელიც არასოდეს დაინგრევა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები