ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნართექსი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 აპრილი, 2014


* * *

დღეს მე მოვწყვიტე ელექტროდეპოს ჩემი ფიქრები და ვაგონში დავრჩი, სადაც ახალგაზრდები ოხუნჯობდნენ, ზოგისთვის სასაცილოდ, უფრო მეტად ახალგაზრდა გოგოებისთვის, ზოგისთვის უსიამოვნოდ, ზოგისთვის ისინი არც არსებობდნენ და ერთმანეთის გონებაში შეღწევის მიზნით თვალებში მზერით იფარგლებოდნენ. ადამიანები ძალიან ცარიელები არიან, საიმისოდ, რომ ვინმეს სიღრმე აღნიშნონ, ზედმეტად მარტოსულები, რომ ვინმე დათმონ, ზედმეტად კომპლექსიანები, რომ სხვისი თვალები არ ეძებონ, ზედმეტად გულჩაკეტილები, რომ ვინმეს რაიმე დაუმალონ, საერთოდ ადამიანები ზედმეტები არიან, როგორც სხვისთვის, ისე საკუთარი თავისთვის, დედამიწაზე არსებობის საჭიროებასაც კი არ წარმოადგენენ მათივე აუცილებლობის გამო.. ახალგაზრდები აღარ ოხუნჯობენ და მეც იმათ რიცხვში ვყოფილვარ, ვინც საერთოდ არ უსმენდა.. მოკლედ დგას ეს წყვილი და ბიჭს თვალები სიხარულისგან უბრწყინავს, გოგო თავისივე, თავდაჯერებული კეკლუცობით ნავარდობს და იცის, რომ იმდენი შემდეგი გაჩერებაა, რამდენიც სადგური.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები