 | ავტორი: ლე ვანი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 6 აპრილი, 2014 |
,,ადამიანებო, მე თქვენ მიყვარხართ,, - მქონდა ოდესღაც პაწაწინა მინიატურა. მერე დავხიე. მაგრამ თქვენი სიყვარული კი არ დამიხევია. მხოლოდ ფურცელი და მეტი არაფერი... მე არ შემიძლია არ მიყვარდეთ,მაგრამ როგორ გაგაგებინოთ ეს? არადა,რომ შემეძლოს,ამოვიგლეჯდი გულს და მოგართმევდით ლანგრით, რომ გაგეჩხრიკათ. იქნებ მაშინ მაინც გეპოვნათ სიყვარული,სითბო და სილამაზე ჩემში. ძველ ეგვიპტელებს სწამდათ,რომ საიქიოში გადასული ადამიანის გული იწონებოდა: ერთ პინაზე გული,მეორეზე - თეთრი ბუმბული. თუ ბუმბული გადასწონიდა მაშინ ხვდებოდა ადამიანი მხოლოდ სამოთხეში... ცოდვებით დამძიმებული გული არ შეიძლება მსუბუქი იყოს... ჩემი გულიც დამძიმებულია ცოდვებით. დატენილია ამპარტავნებით,ბოღმით,შურით და ბოროტებით... მაგრამ მე არასოდეს მითქვამს მასზე უარი. არც არასოდეს ვიტყვი. და როცა გაუსაძლისი ხდება (თუმცა როდის არ ხდება) ამ ტვირთის ტარება, მე მივდივარ ჩემს ზეციურ მამასთან და ათრთოლებული ველი განაჩენს. უფალო მადლობელი ვარ ყველაფრისათვის: გმადლობ,რომ მისმენ, გმადლობ,რომ მპატიობ და გმადლობ,რომ მაძლევ კურთხევას ვეზიარო შენს წმინდა სისხლსა და ხორცს... მაინც რა უმადური ვარ მე უბედური და რა თავნებნა, რა წაბილწული... გმადლობ უფალო იმ უდიდესი სასწაულისთვის რასაც ზიარება ჰქვია. გმადლობ,რომ ჩემგან გაწირული,ისევ ჩემთვის აღასრულებ წმიდა და საშინელ საიდუმლოს. ადამიანის გონებას არ შეუძლია ამის არც აღქმა,არც გაგება,არც გადმოცემა... მაგრამ რა საჭიროა ფუჭი სიტყვები? მე ხომ უკვე გიგრძენი და მიგიღე შენ... მაინც რა დიდი ხარ! სამყაროს იტევ და ჩემში ეტევი... ამპარტავნება მაიძულებდა უარი მეთქვა შენზე და მეგონა თავისუფლებას ვიცავდი ამით... მე მართლა ვხედავ შენს ნაფეხურებს ქვიშაზე და უკვე ვიცი: როცა დავეცემი ხელში ამიყვან და ისე მატარებ,ვიდრე ისევ არ შევძლებ ფეხზე დადგომას... უკვე აღარ მეშინია იმ ეშმაკების, შენი სახლის კარიბჭესთან რომ მელოდებიან,რადგან ვიცი: ვერაფერს დამაკლებენ ისინი,თუკი ისევ უარს არ ვიტყვი შენზე. ამას კი არასოდეს ვიზამ. და მიხარია,როცა ვგრძნობ ბრძოლას: მაშინ ვხვდები,რომ სწორ გზაზე ვდგავარ - ეს სიბნელის თავადს მოუსურვებია ჩემი გზიდან გადაცდენა და იმიტომ მებრძვის... მაგრამ შენ არ ერევი ჩემს თავისუფალ ნებაში და ლუციფერს რა ძალა ექნება ჩემზე,თუ ჩემი თავკერძობით არ მივეყიდები?... თქვენ გგონიათ დამავიწყდით ადამიანებო? არა. პირიქით: მე როცა ღმერთი მიყვარს,მაშინ მიყვარხართ ყველაზე უფრო. მაშინ გპატიობთ ყველაფერს... და სინათლით,სიყვარულით და სიკეთით აღვსილი მოვდივარ თქვენსკენ. რად გინდოდათ აბა ჩემი ბნელი ჩრდილები? მე ისინი მამას მივეცი,ძეს ვეზიარე და სულიწმინდამ ისე ამოწვა,რომ აღარც ვიცი თუ იყო ჩემში. სინათლე მოგიტანეთ გულით და მიიღებთ თუ არა მნიშვნელობა არა აქვს: მთავარია თქვენი სიყვარული არ მოკვდეს ჩემში,რომ მეც არ მოვკვდე სიყვარულთან ერთად... - (ყველა ადამიანის სახელით ლ.ჭ.) p.s. თქვენც ხომ გიფიქრიათ იგივე,ან აწი ხომ მაინც იფიქრებთ? ჰოდა რა განსხვავებაა ჩვენს შორის? არც არაფერი. მე უბრალოდ: ვთქვი,თქვენ რასაც არ ამბობთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. სიყვარული ,,მომგებიანია". მიყვარს, ე. ი. ვარსებობ.
........................................... სიყვარული ,,მომგებიანია". მიყვარს, ე. ი. ვარსებობ.
...........................................
10. შთამბეჭდავია. ხარებას გილოცავთ. გაიხარეთ! შთამბეჭდავია. ხარებას გილოცავთ. გაიხარეთ!
9. ხო, ეს რაღაცა შენთვის რომ იფიქრებ ადამიანი იმას გავს :) სხვის წერილში ჩამეჭყიტაო ....:)
მრავალ ხარებას , დაგეტიოს და მიგეღოს უფალი :) ხო, ეს რაღაცა შენთვის რომ იფიქრებ ადამიანი იმას გავს :) სხვის წერილში ჩამეჭყიტაო ....:)
მრავალ ხარებას , დაგეტიოს და მიგეღოს უფალი :)
8. ,,ღმერთი სიყვარულია. სიყვარული ის კი არაა ვინმე რომ გიყვარს, არამედ სიძულვილი რომ არ შეგიძლია." გაიხარეთ :)
,,ღმერთი სიყვარულია. სიყვარული ის კი არაა ვინმე რომ გიყვარს, არამედ სიძულვილი რომ არ შეგიძლია." გაიხარეთ :)
7. მაშინ გპატიობთ ყველაფერს....
ბევრი რამ ეპატიება ადამიანს, ეპატიება თუნდაც იმიტომ,რომ ბევრი რამე რასაც ადამიანი ჩადის, მასზეც სულაც არ არის დამოკიდებული. ადამიანს ადამიანები უნდა უყვარდეს, სწორედ ეს სიყვარული აქცევს მას ადამიანად.
მეც გილოცავ ხარებას. მადლობა. მაშინ გპატიობთ ყველაფერს....
ბევრი რამ ეპატიება ადამიანს, ეპატიება თუნდაც იმიტომ,რომ ბევრი რამე რასაც ადამიანი ჩადის, მასზეც სულაც არ არის დამოკიდებული. ადამიანს ადამიანები უნდა უყვარდეს, სწორედ ეს სიყვარული აქცევს მას ადამიანად.
მეც გილოცავ ხარებას. მადლობა.
6. ...და მაინც,რატომ გიყვარს ადამიანები? ...და მაინც,რატომ გიყვარს ადამიანები?
4. კარგია )))
"მერე დავხიე. მაგრამ თქვენი სიყვარული კი არ დამიხევია. მხოლოდ ფურცელი და მეტი არაფერი..."
... ისე იაპონურად "ფურცელი" (ქაღალდი) და "ღმერთი" ერთნაირად გამოითქმის - "კამი" კარგია )))
"მერე დავხიე. მაგრამ თქვენი სიყვარული კი არ დამიხევია. მხოლოდ ფურცელი და მეტი არაფერი..."
... ისე იაპონურად "ფურცელი" (ქაღალდი) და "ღმერთი" ერთნაირად გამოითქმის - "კამი"
3. როცა ამ თემაზე, ასეთ ნაწერს ვკითხულობ, ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს- მგონია, რომ სხვისი წერილი წავიკითხე.
ძალიან პირადულია.
ჰო, მე ამას ვერ ვიტყოდი ;)
ხარებას გილოცავთ!
როცა ამ თემაზე, ასეთ ნაწერს ვკითხულობ, ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს- მგონია, რომ სხვისი წერილი წავიკითხე.
ძალიან პირადულია.
ჰო, მე ამას ვერ ვიტყოდი ;)
ხარებას გილოცავთ!
2. მე როცა ღმერთი მიყვარს,მაშინ მიყვარხართ ყველაზე უფრო.
სიკეთე ნუ მოგიშალოს ღმერთმა! მრავალ ხარებას! :) მე როცა ღმერთი მიყვარს,მაშინ მიყვარხართ ყველაზე უფრო.
სიკეთე ნუ მოგიშალოს ღმერთმა! მრავალ ხარებას! :)
1. ხარებას გილოცავთ ყველას: ვინც შემოიხედავთ აქ და ვინც არ შემოიხედავთ ხარებას გილოცავთ ყველას: ვინც შემოიხედავთ აქ და ვინც არ შემოიხედავთ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|