 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 8 აპრილი, 2014 |
დავსხდეთ და ფინჯანი ყავიდან დავიწყოთ სამყაროს შეცნობა, ღმერთიდან-ნოემდე... მე ჩემი სიზმრების პასეანსს გაგიწყობ, დადუმდი, მისმინე, უბრალოდ მომენდე. ასეთ დროს თამბაქო უხდება საუბარს, აპრილის უბრალო და გრილი ნიავი, ჩვენ ვერ დავეწევით მასსას და ზაუბერს, სიკეთით, სიმორცხვით, სიჩუმით, სიავით, დაიცა, იქნება ერთხელაც განიხვნას სამოთხის კარიბჭე ღმერთთან ან უღმერთოდ... ჩავუსხდეთ მწუხრის პირს ყანწებით საფიხვნოს, მთვარე კი ზეციდან მოჰგავდეს უწმერთულ, უჩადრო დედაკაცს, წვრილშვილით დაღლილი, ნაოჭთა ხაზებით ყვითელს და გაცვეთილს გულის პირს ებნიოს ლურჯთვალა ღიღილო, მიწასთან ყოველი კავშირი გაწყვიტე, რომ გასცდე უთუოდ საზვერეს საზარებს, რომ იყო ღმერთივით მაღლა და ხმადაბლა... რომ ზეცის დუმილშიც ისმოდეს ზანზარი, რომ ნედლი სელებით მოვუსხდეთ ხმელ ტაბლას და მერე ფინჯანი ყავიდან დავიწყოთ სამყაროს შეცნობა, ღმერთიდან-ნოემდე... მე ჩემი სიზმრების პასეანსს გაგიწყობ, დადუმდი, მისმინე, უბრალოდ მომენდე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ვალტერ წაიკითხე და ისიამოვნე რა ;) ვალტერ წაიკითხე და ისიამოვნე რა ;)
15. რაღაცები ვერ გავიგე: ვინ იყო ზაუბერი (გუგლში ნუ მაძებნინებთ, მეზარება)? რას ნიშნავს საზარები,-საზარს, შესაზარს? ნედლი სელებით ტაბლას მივუსხდეთ---მცენარე სელი იგულისხმება? თუ კი, მაშინ რა დატვირთვა, რა ფუნქცია აქვს ტაბლასთან სელს?
რაღაცები ვერ გავიგე: ვინ იყო ზაუბერი (გუგლში ნუ მაძებნინებთ, მეზარება)? რას ნიშნავს საზარები,-საზარს, შესაზარს? ნედლი სელებით ტაბლას მივუსხდეთ---მცენარე სელი იგულისხმება? თუ კი, მაშინ რა დატვირთვა, რა ფუნქცია აქვს ტაბლასთან სელს?
14. ზლატანიშე :))) ზლატანიშე :)))
12. კარგია :) ++ კარგია :) ++
11. სიკეთე თქვენდა, მადლობა... სიკეთე თქვენდა, მადლობა...
10. "სიზმრების პასეანსი" ძალიან მომეწონა.
მთვარეც ისეთი უცხო ეპითეტებით შეგიმკია...
ნოეს შემდეგ აღარ არის სამყარო საინტერესო? თუ შესაცნობი აღარაფერი დარჩა? :)
ძალიან კარგი ლექსია.
"სიზმრების პასეანსი" ძალიან მომეწონა.
მთვარეც ისეთი უცხო ეპითეტებით შეგიმკია...
ნოეს შემდეგ აღარ არის სამყარო საინტერესო? თუ შესაცნობი აღარაფერი დარჩა? :)
ძალიან კარგი ლექსია.
9. ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
8 აპრილი, 2014
ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
8 აპრილი, 2014
8. კარგი ავტორი :) კარგი ავტორი :)
7. ჩემი აზრი მოგეხსენება დილიდანვე...
ჩემი აზრი მოგეხსენება დილიდანვე...
6. საინტერესოა. ++ საინტერესოა. ++
5. მადლობა, დილიდან კაი განწყობა კარგია, ღმერთმანი... მადლობა, დილიდან კაი განწყობა კარგია, ღმერთმანი...
4. :)) დავპლიუსდი ++ :)) დავპლიუსდი ++
3. საზვერეებს მხოლოდ თავმდაბალნი გაცდებიან :)) საზვერეებს მხოლოდ თავმდაბალნი გაცდებიან :))
2. მიწასთან ყოველი კავშირი გაწყვიტე, რომ გასცდე უთუოდ საზვერეს საზარებს, რომ იყო ღმერთივით მაღლა და ხმადაბლა... რომ ზეცის დუმილშიც ისმოდეს ზანზარი,
ეს ყველაფერი ძალიან სასურველი,მაგრამ ძალიან რთულია... წარმატებები + + მიწასთან ყოველი კავშირი გაწყვიტე, რომ გასცდე უთუოდ საზვერეს საზარებს, რომ იყო ღმერთივით მაღლა და ხმადაბლა... რომ ზეცის დუმილშიც ისმოდეს ზანზარი,
ეს ყველაფერი ძალიან სასურველი,მაგრამ ძალიან რთულია... წარმატებები + +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|