დაივიწყეთ ერთი დღით, ერთი დღით მაინც დაივიწყეთ, რომ ადამიანი არსებაა რომელიც ყველაფერს ეგუება... აპატიეთ მეძავებს თავიანთი სიხარბე, ჩაიხედეთ გულის სიღრმეში, ერთხელ მაინც ჩაიხედეთ და აღმოაჩენთ, რომ თვენს შორის ერთადერთი სხვაობა ის არის, რომ ისინი სხეულით ვაჭრობენ, თქვენ კი სულით, თავზე ხელი გადაუსვით, თვალებში ჩახედეთ ისე თბილად და ისე ღრმად, რომ მათ თქვენს თვალებში აღმოაჩინონ ის, რომ მათაც შეუძლიათ მაგდალინელობა... დაარწმუნეთ ყავაზე მომკითხავე ბოშა ქალები იმაში, რომ მათი გჯერათ, უანგაროდ გადაუხადეთ რჩევამდე დაპირებული თანხა, მათ მიერ წამოროშილი სისულელეების მიუხედავად, დამიჯერეთ ალალია ეს გროშები, დააკვირდით მათ მჭერმეტყველ და დამაჯერებელ სახეებს, ისინი საუკეთესო მსახიობები არიან, მათ ხომ ყველაზე მეტად ეშინიათ მომავლის სიურპრიზების... გაოცებული სახით მიაჩემდით ყველა ილუზიონისტს, აღფრთოვანება და ოვაციები არ დაიშუროთ მათ მიერ ჩატარებული ყველა უსუსური ფოკუსის შემდეგ, ქედი მოიხარეთ მათ წინაშე, აგრძნობინეთ რომ საუკეთესოა, მათი ფანდებიც ხომ სწორედ იმაზეა გათვლილი, რომ დაგარწმუნონ თავიანთ უნიკალურობაში, ანუგეშეთ ეს უმწეო არსებები, მათ ხომ თქვენზე მეტად ეშინიათ უფლის-ნამდვილი ილუზიონისტის... გაუღიმეთ დეკემბრის ყინვაში ხელგაწვდილ მათხოვარს, სინანულით ამოიტრიალეთ ცარიელი ჯიბეების გახეული სარჩულები, ერთი დღით, ერთი დღით მაინც მოიძრეთ წყეული ხელთათმანები და შეეცადეთ სახლში მისვლამდე მაინც გაძლოთ მათ გარეშე...
ეს მარი კიურის ქუჩაა, მე სადარბაზოსთან ატუზული ამ ჯაჭვის ბოლო, ყველაზე ჭუჭყიანი რგოლი ვარ, მაპატიეთ ადამიანებო ადამიანობა, გამიღიმეთ, მანუგეშეთ მე - რომელშიც ყოველი თქვენგანია, მე - რომელიც ყოველ თქვენგანშია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. უკეთესებიც მინახავს ამ გვერდზე მე :) მაგრამ სათქმელი მომეწონა,ნეტავ დაგიჯერებდნენ,მაშინ ცხოვრება ბევრად უფრო ადვილი და ლამაზი იქნებოდა,წარმატებები! :) ++ უკეთესებიც მინახავს ამ გვერდზე მე :) მაგრამ სათქმელი მომეწონა,ნეტავ დაგიჯერებდნენ,მაშინ ცხოვრება ბევრად უფრო ადვილი და ლამაზი იქნებოდა,წარმატებები! :) ++
5. კარგი და აზრიანი ნაწერია-ადამიანის გაშიშვლებული სული.. რიტმზე ითქვა და მეც გავიმეორებ,ცოტა მეტი შინაგანი რიტმი აუცილებელია, მომეწონა + + კარგი და აზრიანი ნაწერია-ადამიანის გაშიშვლებული სული.. რიტმზე ითქვა და მეც გავიმეორებ,ცოტა მეტი შინაგანი რიტმი აუცილებელია, მომეწონა + +
4. გმადლობთ მეგობრებო, განსაკუთრებული მადლობა ირინკას, იმისათვის რომ ასე გადაჭარბებით აფასებს ჩემს შესაძლებლობებს=) გმადლობთ მეგობრებო, განსაკუთრებული მადლობა ირინკას, იმისათვის რომ ასე გადაჭარბებით აფასებს ჩემს შესაძლებლობებს=)
3. სადაა რიტმი?
ძალიან გადატვირთულია ნაწერი, ხშირად მეორდება: რომ, მათ, მათაც, თქვენ... მოკლედ კარგი გაშალაშინება სჭირდება რომ უკეთესი ლექსი გამოდნეს :)
სათქმელი და აზრი გასაგებია. რომ არ ვიცოდე ამ ავტორის სხვა ლექსები ამდენსაც არ ვილაპარაკებდი :) სადაა რიტმი?
ძალიან გადატვირთულია ნაწერი, ხშირად მეორდება: რომ, მათ, მათაც, თქვენ... მოკლედ კარგი გაშალაშინება სჭირდება რომ უკეთესი ლექსი გამოდნეს :)
სათქმელი და აზრი გასაგებია. რომ არ ვიცოდე ამ ავტორის სხვა ლექსები ამდენსაც არ ვილაპარაკებდი :)
2. "მე სადარბაზოსთან ატუზული ამ ჯაჭვის ბოლო, ყველაზე ჭუჭყიანი რგოლი ვარ, მაპატიეთ ადამიანებო ..."
+2 "მე სადარბაზოსთან ატუზული ამ ჯაჭვის ბოლო, ყველაზე ჭუჭყიანი რგოლი ვარ, მაპატიეთ ადამიანებო ..."
+2
1. საინტერესო აზრებია, თუმცა, როგორც მართლმადიდებელი, მკითხაობასთან დაკავშირებით მიტევებას ვერ შევძლებდი. ++ საინტერესო აზრებია, თუმცა, როგორც მართლმადიდებელი, მკითხაობასთან დაკავშირებით მიტევებას ვერ შევძლებდი. ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|