ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2014


უთქმელობა

ერთბაშად ყველა რომ გამჟღავნდეს, ფარული ზრახვა,
ან მოხდეს უცებ ოცნებების გამოქვეყნება,
არ შეგრცხვება, თუ აღმოჩნდება - თურმე გიყვარვარ
და მე ამაზე წარმოდგენაც კი არ მექნება?!

ეს რომ არ მოხდეს, გამიმხილე გრძნობა, ძვირფასო,
ყველა ეჭვსა და დაბრკოლებას ზურგი უჩვენე!..
ჩემი და შენი უბედობის გატეხე ნავსი,
ყოველი წამი უთქმელობის, გვაკლდება ჩვენვე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები