ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: იუმორისტული
13 აპრილი, 2014


ბაბულიკური

გააძვირე შენი ნახვა, როგორც ბინა ვაკეში,
(თავის ფასება, ცნობისთვის, არცთუ კარგი ტონია!)
ალბათ შენი ანარეკლი თუ გაგიჟებს – სარკეში
და თავი მართლა პრინცესა დაიანა გგონია...

გაიღვიძე, ჩამოფრინდი, ცხვირი დაბლა დაწიე,
ჰა–ჰა 10 წელი და შენც გაგიჩნდება თვალებთან
ნაოჭი და კიდევ 20–ში, გამოწიე–გაწიე,
აქტიურად იმეგობრებ ჯოხთან და სათვალესთან!

ხოდა, ბაბუ, თუ არ გინდა ასე მოხდეს იმენნა,
ცოტა რამსები მოთოკე (რას ხტუნაობ შეჩემა?!),
თორემ, მერე ანარეკლიც გაგიცრუებს იმედს და
მომწონხარო – ამის მთქმელიც აღარავინ შეგრჩება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები